ავტორი:

ავსტრალიის ტარონგას ზოოპარკიში 5 ლომი მათთვის გამოყოფილი ზონიდან გაიქცა

ავსტრალიის ტარონგას ზოოპარკიში 5 ლომი მათთვის გამოყოფილი ზონიდან გაიქცა

ავსტრალიის ტარონგას ზოოპარკიდან გაქცეულმა ხუთმა ლომმა, ვიზიტორებში ქაოსი გამოიწვია. როგორც ბრიტანული გამომცემლობა Guardian-ი იტყობინება, დედა ლომი და მისი 4 ბოკვერი სპეციალურად იზოლირებული ტერიტორიის გარეთ შენიშნეს, რასაც ზოოპარკის მხრიდან სწრფი რეაგირება მოჰყვა: ტერიტორია სწრაფად შემოსაზღვრეს და ვიზიტორები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ლომების კუთვნილ ზონაში დასაბრუნებლად, ზოოპარკის თანამშრომლებს, ერთ-ერთი ბოკვერისთვის ტრაკვილიზატორის გაკეთებაც კი დასჭირდათ. საბედნიეროდ, ლომების გაქცევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტარონგას ზოოპარკის წარმომადგენელი, ბატონი დაფი ამბობს, რომ ლომები რამდენიმე წუთში დაიჭირეს და ამ პროცესში არავინ დაშავებულა. დაფიმ ისიც დაამატა, რომ ლომების საცხოვრებელი ტერიტორია 185 სმ-იანი ღობით იყო დაცული, რომელიც ჩვეულებრივ, ხალხისგან უსაფრთხო დისტანციის შესანარჩუნებლად გამოიყენება. დაფიმ დაამატა, რომ მთელი ზოოპარკის პერიმეტრი კიდევ ერთი, სხვა ღობითაა გარშემორტყმული. "ასე რომ, ლომები ტარონგას ზოოპარკიდან არცერთი წამით არ გასულან“, - განაცხადა მან.

შემთხვევიდან გარკვეული დროის შემდეგ, ზოოპარკმა განმარტა, როგორ შეძლეს ლომებმა შემოსაზღვრული ტერიტორიის დატოვება."5 ლომს ლოკაციიდან დროებით გასვლის საშუალება შემაკავებელი ღობის დაზიანებამ მისცა“. სათვალთვალო კამერის კადრებმა აჩვენა, რომ ზედამხედველმა განგაში ცხოველების გაქცევიდან 10 წუთში ჩართო. პოლიცია ტარონგას ზოოპარკში დილის 7:10 წუთზე გამოიძახეს, ლომები კი 9 საათამდე დააბრუნეს.

მისტერ დაფის თქმით, თანამშრომლებმა ელვის სისწრაფით გადაიყვანეს ადგილზე მყოფი ადამიანები უსაფრთხო ადგილას, ხუთი ლომიდან ოთხი "მშვიდად დაბრუნდა თავიანთ ზონაში, ერთთან ტრანკვილიზატორის გამოყენება გახდა საჭორო".

"ლომების ზონა დამთვარიელებლებისთვის მანამდე იქნება დახურული, ვიდრე 100%-ით არ დავრწმუნდებით, რომ ეს ვიზიტორებისთვის უსაფრთხოა", - დასძინა ზოოპარკის წარმომადგენელმა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა