ავტორი:

Black Friday 2022 - სად გელოდებათ საუკეთესო ფასდაკლებები?

Black Friday 2022 - სად გელოდებათ საუკეთესო ფასდაკლებები?

25 ნოემბერი თქვენს კალენდარზე ალბათ უკვე მონიშნულია მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა შოპინგი. ეს არის დღე, როდესაც შეგიძლია ყველაფერი იყიდო, რადგან ყველგან და ყველაფერზე ფასდაკლებაა. „შავი პარასკევი“ ყველას უყვარს და როგორც წესი, ყველა წინასწარ, დიდი ხნით ადრე ამზადებს საყიდლების სიას.

აღსანიშნავია ერთი ტრენდი - მართალია Black Friday ნოემბრის ბოლო პარასკევს აღინიშნება, მაგრამ უკანასკნელ წლებში ერთდღიანი დღესასწაული გახანგრძლივდა და მის აღნიშვნას ნოემბრის დასაწყისიდან ან ოქტომბრის ბოლოდანვე იწყებენ. მაღაზიები რამდენიმე კვირით ადრე იწყებენ ფასდაკლებას, რომლის კულმინაციაც ნოემბრის ბოლო პარასკევია. მომხმარებლების მოსაზიდად ფასდაკლებები წინასწარ ანონსდება და ფართო საზოგადოებაში დიდი მოლოდინის განცდა იქმნება.

საინტერესოა სტატისტიკაც, თუ რას ყიდულობენ ამ დღეს ყველაზე ხშირად და რაზე ცხადდება განსაკუთრებული ფასდაკლება. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ Black Friday-ზე ყველაზე დიდი ფასდაკლება მსხვილ ტექნიკასა და ძვირადღირებულ ჭკვიან მოწყობილობებზეა. პროდუქცია, რომლის სტანდარტული ფასიც შედარებით მაღალია, განსაკუთრებულ ფასად იყიდება ნოემბრის ბოლო პარასკევს. მომხმარებლისთვის ნებისმიერი ტიპის ფასდაკლება სასურველია, თუმცა ძვირადღირებული პროდუქციის შეძენა მათ ყოველთვის არ შეუძლიათ და სწორედ ამიტომ მათ შესაძენად „შავ პარასკევს“ ელოდებიან.

www.retailmenot.com გთავაზობთ პროდუქციის ჩამონათვალს, რომელიც “შავ პარასკევს“ უნდა იყიდოთ. თუ თქვენ რომელიმე მათგანის ყიდვას გეგმავთ, აუცილებლად დაელოდეთ წლის მთავარ შოპინგის დღეს და დარწმუნებული იყავით, რომ სხვა პერიოდში ამ პროდუქციის უფრო დაბალ ფასად ყიდვას ვერ შეძლებთ. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • საოჯახო ჭკვიანი მოწყობილობები, როგორიცაა: კომპიუტერები, ლეპტოპები და პლანშეტები;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა;
  • უსადენო ყურსასმენები.

www.blackfriday.com-ის თანახმად, აშშ-ში 2021 წლის Black Friday-ზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი იყო iPad, რომელზეც 15% ფასდაკლება მოქმედებდა. მისი შეძენა 270 დოლარად იყო შესაძლებელი. ასევე ძალიან გაყიდვადი იყო Dyson-ის ბრენდის ზედაპირების ვაკუუმ საწმენდი ჯოხი, რომლის შეძენაც მომხმარებლებს 22%-იანი ფასდაკლებით 445 დოლარის ნაცვლად 345 დოლარად შეეძლოთ. 43% ფასდაკლება მოქმედებდა Beats by Dr. Dre-ს ყურსასმენებზე, რომელიც მომხმარებლებმა 349 დოლარის ნაცვლად 199 დოლარად შეიძინეს.

„შავი პარასკევის“ ტრადიცია საქართველოშიც აქტიურად დამკვიდრდა. თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ამ დღის ფასდაკლება ტანსაცმელსა და თავის მოვლის საშუალებებთან ასოცირდება. მსოფლიო სტატისტიკა კი გვაჩვენებს, რომ Black Friday-ზე არა ყოველდღიური ნივთები, არამედ შედარებით ძვირადღირებული ჭკვიანი მოწყობილობები და ტექნიკა უნდა შეიძინოთ. დავინტერესდით, ამ მიმართულებით თუ არის ფასდაკლებები საქართველოში და გავარკვიეთ, რომ, მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ ტექნიკის მაღაზია Copter-ში „შავი პარასკევის“ ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე 30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს DJI-ის უახლესი თაობის დრონებზე. ფასდაკლებული პროდუქციის ასორტიმენტი და ფასდაკლების მოცულობა ნელ-ნელა გაიზრდება ნოემბრის ბოლო პარასკევის მოახლოებასთან ერთად. EcoFlow-ს პორტატულ ელექტროსადგურებზე კი შავ პარასკევს 50%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს.

DJI მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც დრონებს აწარმოებს. EcoFlow კი კომპანიაა, რომელმაც პორტატული ელექტროსადგურების ისტორიაში ახალი სიტყვა თქვა და მომხმარებლებს სრულიად ახალი, ინოვაციური და მაქსიმალურად მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შესთავაზა. აღნიშნული ბრენდების პროდუქციის შეძენა მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც „შავ პარასკევს“ შეიძლება მიიღოთ.

ნოემბრის ბოლო პარასკევამდე ბევრი დრო აღარ დარჩა. შეადგინეთ საყიდლების სია, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ და ისარგებლეთ ფასდაკლებებით, რომლებიც მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას მოგცემთ.

R