ავტორი:

16 წლის ბიჭებმა მასწავლებელი ბეისბოლის კეტით სასიკვდილოდ, დაბალი ნიშნის დაწერისთვის სცემეს - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი აშშ-ში თინეიჯერების ჩადენილ სასტიკ დანაშაულზე?

16 წლის ბიჭებმა მასწავლებელი ბეისბოლის კეტით სასიკვდილოდ, დაბალი ნიშნის დაწერისთვის სცემეს - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი აშშ-ში თინეიჯერების ჩადენილ სასტიკ დანაშაულზე?

2021 წელს, აშშ-ის აიოვას შტატში მომხდარი მასწავლებლის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები სამშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე გაირკვა. გამომძიებლების აზრით, ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ 16 წლის ბიჭებმა ესპანური ენის პედაგოგი დაბალი ნიშნის დაწერის გამო მოკლეს.

66 წლის ნოემა გრაბერი გასულ წელს 2 ნოემბერს მოკლეს, ბრალდებულები კი მისივე მოსწავლეები, უილარდ მილერი და ჯერემი გუდეილი არიან. გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ მილერი ესპანური ენის მასწავლებელს მისი მკვლელობის დღეს შეხვდა, რათა მისთვის დაწერილ ცუდ ნიშანზე ესაუბრათ. ამავე დღეს, მოგვიანებით, მასწავლებელი საკუთარი მანქანით იმ პარკში სასეირნოდ წავიდა, რომელსაც ყოველდღე სტუმრობდა. მეორე დღეს პედაგოგის უმოწყალოდ ნაცემი ცხედარი პარკშივე გადამალული იპოვეს.

გამომძიებლების თქმით, თინეიჯერმა ბიჭებმა, რომლებიც იმ დროისთვის 16 წლისები იყვნენ, მასწავლებელი ბეისბოლის კეტით მოკლეს, მისი სხეული გადამალეს, შემდეგ კი სოციალურ მედიაში ჩადენილ დანაშაულზე ტრაბახობდნენ მეგობრებთან.

მილერმა პოლიციას განუცხადა, რომ ის უკმაყოფილო იყო გრაბერის სწავლებით და იმედს უცრუებდა დაბალი ქულა, რომლიც ესპანური ენის პედაგოგმა დაუწერა, რადგან ეს მის GPA-ზე ცუდად აისახებოდა. სასამართლო პროცესზე მილერმა უარყო გრაბერის მკვლელობაში თანამონაწილეობა და დაასაბუთა, რომ "ყველაფრის შესახებ იცოდა, მაგრამ დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია. ის ამტკიცებდა, რომ "ნიღბებით მოსიარულე ბავშვებმა“ მოკლეს მისი მასწავლებელი და შემდეგ მას აიძულეს, სხეული გადაემალა.

მკვლელობის შემდეგ, გუდეილმა "სნაპჩატში“ ტრაბახით მისწერა მეგობარს მომხდარის შესახებ და მინაწერებიდან გამოტანილი დასკვნის მიხედვით, ის თავის თავსა და მილერზე მიუთითებდა, როცა ესპანური ენის მასწავლებლის მკვლელობაზე ლაპარაკობდა.

მილერის ადვოკატი, ქრისტინ ბრანსტადი ამტკიცებს, რომ ოთხი ჩხრეკის ორდერი უკანონოდ იყო გაცემული და მათ გაუქმებას ითხოვს. ის ასევე მილერის "სნაპჩატის“ მიწერ-მოწერებისა და მისი ტელეფონიდან ამოღებული სხვა სახის მტკიცებულებების გამოყენების წინააღმდეგიცაა.

ორივე ბრალდებული, რომელიც ამჟამად 17 წლისაა, სრულწლოვნის სტატუსით გასამართლდება. უილიარდ მილერის პროცესი 20 მარტს ჩანიშნეს, ჯერემი გუდეილის კი 5 დეკემბერს დაიწყება.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა