ავტორი:

მაკა ასათიანის ნუტრიციოლოგი რძალი, რომელიც კულინარიით არის გატაცებული და ცხოვრების ჯანსაღ წესს ანიჭებს უპირატესობას - "კახი ჩემს მომზადებულ ყველა კერძს აქებს ხოლმე"

მაკა ასათიანის ნუტრიციოლოგი რძალი, რომელიც კულინარიით არის გატაცებული და ცხოვრების ჯანსაღ წესს ანიჭებს უპირატესობას -   "კახი ჩემს მომზადებულ ყველა კერძს აქებს ხოლმე"

ნანიკო კლდიაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მაკა ასათიანის რძალი გახდა. მან და მაკას უფროსმა ვაჟმა კახი ჟორდანიამ 2017 წლის 11 სექტემბერს იქორწინეს.

როგორც მათ ქორწილს, ისე შემდგომ თანაცხოვრებას დღემდე, საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებდა და ადევნებს თვალს. წყვილს ერთი გოგონა - ლეა ჰყავს.

მაკა ასათიანი საქართველოში ხშირად ჩამოდის, რადგან მისი რძალი და შვილიშვილი აქ ცხოვრობენ. ისე კი შვეიცარიაში, მეორე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ნანიკო კლდიაშვილი ვიკა კალანდიას რუბრიკაში ამბობდა, რომ მისთვის მაკა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია.

ფოტო: OK! MAGAZINE

ნანიკო კლდიაშვილის დედას მაკა იოსელიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ქალი წლებია რაც უნივერსიტეტის "ჯიპას“ რექტორია. უნივერისტეტში მოღვაწეობამდე კი მუშაობდა დიპლომატიურ მისიებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაკას ნანიკოს გარდა კიდევ ერთი გოგონა ჰყავს - ლიკუნა კლდიაშვილი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად მილანში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა... თბილისში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო. მაგისტრატურა ჯიპაში გაიარა. შემდეგ იყო პარიზი, სადაც კორდონ ბლუს კულინარიის სკოლაში სწავლობდა.

ამბობს, რომ ეს იყო მისი ოცნება, ოღონდ ჰობის დონეზე... ჯერ კიდევ წლების წინ ფიქრობდა, რომ კულინარიას პროფესიულად დაეუფლებოდა. დილის 6-დან ღამის 10 საათამდე მუშაობდა. ნანიკოს თქმით, ბევრჯერ უტირია და იქაურობის მიტოვებაზეც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ სერთიფიკატი მაინც აიღო.

ნანიკომ შემდეგ პროფესიად ნუტრიციოლოგია აირჩია და სტენფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. ახალი კი პროფესიას ახალ ბიზნეს პროექტში იყენებს.

დადის იოგაზე, ჰყავს პირადი სენსეი, უყვარს თხილამურებზე დგომა.

"ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის თანხვედრაა. ამისთვის მხოლოდ სწორი კვება ან მხოლოდ ვარჯიში და მედიტაცია არ არის საკმარისი. პირადად, ვცდილობ ჩემი საკვები იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და მარტივი კერძებისგან შემდგარი. ამასთან ერთად, აქტიურად ვვარჯიშობ, კვირაში საშუალოდ 4-5-ჯერ. ვეუფლები საბრძოლო ხელოვნება გოჯურიოს. ჩემი სენსეი ლევან როგავაა. ამ ხელოვნებას დიდ დროს ვუთმობ, რადგან ის სწორად განსაზღვრავს ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესს − მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის ბალანსს. გარდა ამისა, ვჯირითობ და გარკვეულ დროს ვუთმობ იოგას", - ამბობს OK! MAGAZINE -თან ინტერვიუში ნანიკო..

მოდელობაზე ბავშვობიდან ჰქონდა შეთავაზებები. მაგრამ პოდიუმზე ზრდასრულ ასაკამდე არ გამოსულა. ეს ამპლუა არ ხიბლავდა, თუმცა გავიდა წლები და პარიზში ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე ნანიკო ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი იყო.

  • მეუღლე

მისი ცხოვრება ორად იყოფა, კახიმდე და კახის გაცნობის შემდეგ... შვილის დაბადების შემდეგ კი ამბობს, რომ საკუთარ თავში ახალ-ახალ შეგრძნებებს პოულობს. ყოველთვის საათს უყურებს, როდის მივა და დროს ლეასთან გაატარებს... კახი ჟორდანიას ოჯახს ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ ერთმანეთი ახლოს საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მალე იქორწინეს, პატარძალს ქორწილში ჯაბა დიასამიძის კაბა ეცვა. ამბობს, რომ ეს დღე მისთვის და მისი მეგობრებისთვის საუკეთესო მოგონებად რჩება.

კახი კი პირველივე წამიდან იმდენად ახლობელ ადამიანად იქცა, რომ ლოგიკური იყო, მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულებულიყო.

"კახი ბიზნესმენია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ზოგადად, საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, მაგრამ ლეასთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი მავიწყდება. მისი აღზრდის წინასწარ განსაზღვრული წესები არ გამაჩნია. მინდა თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს. დამოუკიდებელი და ენერგიული ბავშვია, ახერხებს, რომ ყველამ მის გარშემო იტრიალოს", - ამბობს ნანიკო ინტერვიუში.

მისი თქმით, კერძების მომზადება დიდ სიამოვნებას ანიჭებს. "კახი ჩემს მომზადებულ ყველა კერძს აქებს ხოლმე, ქათინაურებს არ იშურებს..."- ამბობს ის მეუღლეზე.

  • მაკა ასათიანზე...

როგორც ამბობს, მისთვის მაკა ასათიანი ძალიან ლამაზი, ძლიერი ადამიანი და ახლო მეგობარია, რომელიც ყველაფერია დედამთილის გარდა. მაკა არაჩვეულებრივი ბებიაა, ლეას უკითხავს ზღაპრებს, ასეირნებს, ჩართულია შვილიშვილის აღზრდაში. ბავშვს განსაკუთრებულად უყვარს მაკასთან დროის გატარება.

"მე და მაკას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, მგონია, რომ არ არსებობს იდეალური ფორმულა, რომელიც ადამიანების კარგი ურთიერთობისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია გულწრფელობა და სიყვარული, რომელიც ჩვენ ჭარბად გვაქვს. მე და მაკა ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ", - ამბობს ნანიკო ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოს გარდა მისთვის ქვეყანა, სადაც იცხოვრებდა, საფრანგეთია, სადაც ცხოვრების გარკვეული წლები გაატარა.

"თუმცა თბილისი არის ჩემი სახლი, სიმყარე, ყველაზე ბედნიერად აქ ვგრძნობ თავს...“ - ამბობს ნანიკო კლდიაშვილი.

იხილეთ ასევე;