ავტორი:

მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე ისაუბრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე ისაუბრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“საუბრისას მათ განიხილეს „მარცვლეულის დერეფნის“ გარშემო ბოლო განვითარებული მოვლენები“, - განაცხადა წყარომ რუსულ სააგენტო Tass-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.