ავტორი:

კითხვები, რომლებიც ზღვისპირეთში ბინის შეძენის მსურველს უჩნდება

კითხვები, რომლებიც ზღვისპირეთში  ბინის შეძენის მსურველს უჩნდება

ბინა ზღვის პირას - ალბათ ბევრ თქვენგანს უოცნებია, თუმცა, როდესაც სურვილების რეალობად ქცევის დრო მოდის, ჩნდება კითხვები, რომლებზეც კომპეტენტური პასუხების მიღება არც თუ ისე მარტივია. არადა, კლიმატისა თუ სხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, მთელი რიგი დეტალების ცოდნა ყველაზე მნიშვნელოვანია, იმდენად, რომ არასანდო თუ არასაკმარისმა პასუხებმა შესაძლოა საკუთარ ოცნებაზე უარიც კი გათქმევინოთ.

შევეცდებით, ყველა ის ფაქტორი ჩამოვთვალოთ, რომლებიც ზღვისპირეთში ბინის შეძენისას ხშირ შემთხვევაში დამაბრკოლებელია.

კლიმატის გათვალისწინებით, დაცული იქნება თუ არა ბინა ნესტისგან?

აღნიშნული პრობლემა ძალიან ბევრ ადგილობრივს აწუხებს. სამწუხაროდ, ხშირად არც ახალ პროექტებში ითვალისწინებენ, რომ რეგიონი განსხვავებული ტიპის სამშენებლო მასალებს მოითხოვს. კომპანია „ტოპლაინ ქონსტრაქშენმა“ შეკვეთილში პროექტი „FIDELIO“ სწორედ ამის გათვალისწინებით დაგეგმა. კერძოდ, მშენებლობისთვის გამოყენებულია ყველა ის მაღალხარისხიანი მასალა, რომელსაც გავლილი აქვს ლაბორატორიული კვლევა და მოთხოვნის შესაბამისად, ეს ინფორმაცია საჯაროა. ამასთან, კორპუსის ფასადი სრულად შეფუთულია XPS-ით, რაც ხელს უწყობს ნესტგამძლეობას და ასევე, უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას.

რამდენად იზოლირებულია ბინა, ტერიტორია ხმაურიანი ხომ არ იქნება?

გარდა იმისა, რომ კომპლექსი მდებარეობს ტყის კორომში, გზამდე ყოფს რეკრეაციული ზონა, რაც ქმნის სრულ კომფორტსა და სიმშვიდეს, ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორპუსის ფასადზე გამოყენებულია XPS-ი, რაც ნესტგამძლეობასთან ერთად, ხელს უწყობს ხმის იზოლაციას.

სასმელი წყლით უზრუნველყოფილია თუ არა ბინები?

ცენტრალური წყალმომარაგება და წყალარინების სისტემა იქნება.

როგორი იქნება საცხოვრებლამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა?

კომპლექს FIDELIO-ს შეკვეთილში აქვს ორი მისასვლელი გზა, აქედან ერთი უკვე არის ასფალტიანი, ხოლო მეორე, რომელიც ტყის ბილიკით შედის, მისი დაგებაც იგეგმება (მუნიციპალიტეტის მიერ). შესაბამისად, ორივე გზა იქნება სრულად ასფალტიანი.

ბინის გარკვეული პერიოდით დატოვების შემთხვევაში, ხომ არავინ გამქურდავს? უსაფრთხოების ზომები რამდენად იქნება დაცული?

კომპლექსის უსაფრთხოება სრულად გათვალისწინებულია. ობიექტზე უკვე მიმდინარეობს 24/7-ზე ვიდეო მონიტორინგი, მშენებლობის დასრულების შემდეგ კიდევ დაემატება კამერები. ასევე, იქნება გამოყოფილი 24-საათიანი დაცვის სამსახური.

პასუხების გათვალისწინებით, ალბათ უკვე მიხვდით, რომ სწორად შერჩეულ კომპლექსში ბინა, ოცნების ასრულებაზე მეტია! არ არსებობს გამოწვევები, რომლებსაც გამოცდილი კომპანია ვერ გაუმკლავდება.

ცნობისთვის: შეკვეთილში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური პროექტი FIDELIO-ს დასრულებას, კომპანია „ტოპლაინ ქონსტრაქშენი“ 2023 წლის ბოლოს გეგმავს. ეს არის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, რომელიც ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს. პროექტი ჯამში 82 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება, რომელთა მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

მთავარი ღირებულებები, რის მიხედვითაც პროექტი FIDELIO-ს განხორციელება გადაწყდა, არის: უნიკალური ადგილმდებარეობა, საინვესტიციო უპირატესობა, ხედები, ეკოლოგია, ტერასები, არქიტექტურა, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობა, ასევე, დაცული და ადაპტირებული გარემო.

ამასთან, პროექტი Fidelio-ს აპარტამენტები პირადი მოხმარების გარდა, მიმზიდველია საინვესტიციოდაც. კერძოდ, მომავალ მესაკუთრეს საშუალება ეძლევა ითანამშრომლოს ფრანგულ კომპანიასთან (სრულად ჩაიბარებენ მენეჯმენტს) გაქირავების კუთხით და მიიღოს შემოსავალი ქართული და ევროპული ბაზრებიდან.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ტოპლაინ ქონსტრაქშენი“ მომხმარებლებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს, რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩააბარებს. ამასთან, კომპანიის მომსახურებაში შედის: დაცვის სამსახური, ვიდეო კონტროლი, 24/7-ზე, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, კონსიერჟის მომსახურება და გაქირავების სერვისი.

R