ავტორი:

"წლების წინ გავიგე, რომ მეეზოვედ მუშაობდა, ისეთ როლში იყო, ისე იხდენდა ფორმას... ბოდიშს და სინანულს უნდა ჰქონდეს აზრი" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ მაყაშვილზე

"წლების წინ გავიგე, რომ მეეზოვედ მუშაობდა, ისეთ როლში იყო, ისე იხდენდა ფორმას... ბოდიშს და სინანულს უნდა ჰქონდეს აზრი" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ მაყაშვილზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. ის მხარდაჭერას უცხადებს მსახიობს, რომელიც ბათუმის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლებიდან მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო მოხსნა.

"წლების წინ გავიგე, რომ მეეზოვედ მუშაობდა და გადაცემაში გადავიღეთ მისი პორტრეტი. დილის 6 საათზე, როცა თბილისს ნარჩენებისგან ასუფთავებდა, ისეთ როლში იყო, ისე იხდენდა ფორმას, სამსახურს. ისე მოსწონდა რასაც აკეთებდა. მას შემდეგ, სადაც არ უნდა ვნახო, რომელ ეთერშიც, ბედნიერი მეეზოვე მახსენდება. ბოდიშს და სინანულს უნდა ჰქონდეს აზრი ამ ქვეყანაში, მაგრამ როცა თეატრი ნუკრი ქანთარიას ხელშია, ჩამოხრჩობა და დახვრეტა უფრო ლოგიკური განაჩენია. ჩემი მხარდაჭერა ბედნიერ მეეზოვეს, თამარ მაყაშვილს." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქში".

ცნობისთვის, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო სპექტაკლიდან მოხსნა.

თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

საქმე შეეხება მსახიობის მიერ "იმედზე“ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მაყაშვილმა "ხულოელი ბავშვი“ დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც მან მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

ასევე იხილეთ: