ენდოსფერო სახისა და სხეულის მოვლის ოქროს სტანდარტად მიჩნეული პროცედურაა. თუ გაწუხებთ ზედმეტი წონა, ცელულიტი, მოდუნებული ან პირიქით, შეშუპებული კანი, კუნთების ტონუსის შემცირება ან კუნთების სპაზმი, მაშინ ენდოსფერო ნამდვილად იდეალურია თქვენთვის. პროცედურების ჩასატარებლად კი აუცილებლად უნდა მიმართოთ ესთეტიკურ ცენტრ „მილენიუმ პლუსს“, რომელიც უახლესი, 2022 წლის გერმანული წარმოების აპარატით მუშაობს.
აპარატი, რომლითაც „მილენიუმ პლუსში“ ენდოსფეროს თერაპია ტარდება არის ინოვაციური და საუკეთესო შედეგს იძლევა სხეულის კორექციის თვალსაზრისით. ის პასუხისმგებელია სხეულის ზოგად კორექციაზე, ცელულიტის ალაგებაზე, კანის სიმკვრივეზე, ზედმეტი კილოგრამების კლებაზე.
„მილენიუმ პლუსის“ ენდოსფეროს აპარატი იმითაც არის გამორჩეული, რომ მას სახის აპლიკატორიც აქვს. პატარა ზომის, სახის აპლიკატორი იდეალურად ამუშავებს პრობლემურ ზონებს სახეზე. ის რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს
აპლიკატორის საშუალებით ხდება კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის აღდგენა. პროცედურა ლიფტინგის საუკეთესო შედეგს იძლევა. ის ასევე იდეალურია ღაბაბის დათხელებისა და გაქრობისთვის.
ენდოსფეროს უპირატესობა ის არის, რომ ეს გახლავთ სრულიად არაინვაზიური პროცედურა, რომლის საშუალებით მიღებული შედეგიც ინვაზიური პროცედურების მსგავსია. საუკეთესო შედეგის მისაღებად „მილენიუმ პლუსის“ სპეციალისტები ენდოსფეროს თერაპიის ინდივიდუალური კურსს შეგიდგენენ.
თუ დასახელებული პრობლემებიდან ერთი ან რამდენიმე გაწუხებთ, დრო აღარ დაკარგოთ, აუცილებლად ჩაეწერეთ „მილენიუმ პლუსში“ ენდოსფეროს პროცედურებზე და ინოვაციური აპარატის შესაძლებლობები თავად გამოსცადეთ.
R