ავტორი:

"თუ პოლიტიკაში ვინმე არაკეთილსინდისიერია, ეს გვარები გვახსენდება - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, თან, როცა საუბარია ნულების შეკრებაზე" - კობახიძე ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე

"თუ პოლიტიკაში ვინმე არაკეთილსინდისიერია, ეს გვარები გვახსენდება - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, თან, როცა საუბარია ნულების შეკრებაზე" - კობახიძე ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ნულების გადანაცვლებაზე ან შეკრებაზე, იქ გამორიცხულია რაიმე ჯამის შეცვლა,- ასე პასუხობს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამი პარტიის "სტრატეგია აღმაშენებლის“, "ლელოსა“ და "დროას“ შესაძლო გაერთიანების შესახებ ჟურნალისტების კითხვას.

როგორც კობახიძე ამბობს, აღნიშნული პარტიების შეკრებით პოლიტიკურ სპექტრში ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება.

"ეს არის რამდენიმე ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი, გამორჩეულად ოდიოზური და არაკეთილსინდისიერი ფიგურები არიან - საუბარია ვაშაძეზე, ზურა ჯაფარიძეზე, ხოშტარიაზე. თუ ქართულ პოლიტიკაში ვინმე არაკეთილსინდისიერია, სწორედ ეს ადამიანები არიან, ეს გვარები გვახსენდება. მათი შეკრებით ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრაიმერისის გამართვის იდეას, კობახიძე ამბობს, რომ "ფანჩატური და პრაიმერისი ერთმანეთთან შეუთავსებელია“.

"პრაიმერის არის მაღალი მატერია. ფანჩატური და პრაიმერისი ერთმანეთთან შეუთავსებელია. მათ უნდათ, რომ ფანჩატურში ჩაატარონ პრაიმერისი, რაც წარმოუდგენელი მოვლენაა, შესაბამისად, ამას სერიოზულად ვერ შევაფასებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.