ავტორი:

თბილისში ბავშვთა ფოკლორული ფესტივალი გაიმართება

თბილისში ბავშვთა ფოკლორული ფესტივალი გაიმართება

6 ნოემბერს, ქარვასლაში თბილისის ბავშვთა ფოლკორული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი მიზნად ისახავს, თბილისის ბავშვთა ფოლკლორული (კერძო და არა სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ მყოფი) გუნდების მოტივაციას, გააქტიურებას, მათ მიმართ ყურადღებასა და ხელშეწყობას. თბილისში ბავშვთა ფოკლორულ ფესტივალზე მონაწილეობას შემდეგი ანსამბლები მიიღებენ:

"მძლევარი“ - ხელმძღვანელები: ტარიელ და კახა ონაშვილები. "ჩოხოსნები“ - გიორგი ბუგიანიშვილი, "ბინული" - ხელმძღვანელი: პაატა მელაძე, "ალილო“ - ზურა დათიკაშვილი. ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია "ამერ-იმერი“ - ხელმძღვანელი: მაგდა კევლიშვილი, "ერქვანი“ - ხელმძღვანელი: კახაბერ შაქიშვილი, მგალობელ-მომღერალთა გუნდი "ფერხისა“- ხელმძღვანელი: ნათია დათუაშვილი" "კირიალესა”- ხელმძღვანელი: ლელა ურუშაძე, პატრიარქის ნათლულთა გუნდი - ხელმძღვნელი: მაია მიქაბერიძე, "შავნაბადა“ - ხელმძღანელები: დავით ცინცაძე, გიორგი ლოსაბერიძე.

კონცერტს მუსიკოსი გია ბაღაშვილი გაუძღვება.

ფესტივალი, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, 500-ზე მეტ მონაწილეს გააერთიანებს და ახალგაზრდა თაობის ძალისხმევით ქართული მრავალხმიანობის დიდებულებას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. თბილისში ბავშვთა ფოკლორული ფესტივალი იმართება თბილისის მერიის დააფინანსებითა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით.