ავტორი:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - რუსეთმა უკრაინაში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - რუსეთმა უკრაინაში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში

რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში განადგურებულია 278 რუსული თვითმფრინავი, ავღანეთში კი განადგურებული იყო 118 საბჭოთა თვითმფრინავი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი რუსეთის ფედერაციისთვის სამარცხვინოა და მის კრახს გამოიწვევს.