ავტორი:

"ქართული ოცნება" დარჩა მარტო "ვით მეფე ლირი" - მჯერა, სალომე ზურაბიშვილი გვარამიას გაათავისუფლებს" - რომან გოცირიძე

"ქართული ოცნება" დარჩა მარტო "ვით მეფე ლირი" - მჯერა, სალომე ზურაბიშვილი გვარამიას გაათავისუფლებს" - რომან გოცირიძე

მჯერა, რომ ზურაბიშვილი გვარამიას გაათავისუფლებს - კარგი იქნება, თუ მის ოფისთან არ დაგვაყენებს და მრავალათასიანი აქციების მოწყობა არ დაგვჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც და აღნიშნა, რომ ამით ქართული ოცნება თავს იზოლაციაში იქცევს.

"ყველა, ქვეყნის შიგნით - ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, ამბობს ერთსა და იმავეს, რომ საქართველომ გადაუხვია დემოკრატიის გზას, არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და ქვეყანა არის ოლიგარქის მმართველობის ქვეშ. აშშ-ის საელჩოზე [ქართული ოცნების მხრიდან] თავდასხმა კიდევ ერთხელ ავლენს იმ ფაქტს, რომ მათ არ დარჩათ მოკავშირეები. "ქართული ოცნება" დარჩა მარტო "ვით მეფე ლირი", "ოცნება" "ყველასგან მიტოვებული".

მე მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მოიქცევა ისე, როგორი გადაწყვეტილებებიც მიიღო უგულავასთან, ოქრუაშვილთან, რურუასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას დასჭირდა ბევრი დრო, აქციები, საერთაშორისო ზეწოლა და ა.შ. კარგი იქნება თუ მის ოფისთან არ დაგვაყენებს და მრავალათასიანი აქციების მოწყობა არ დაგვჭირდება. ეს იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგი", - განაცხადა გოცირიძემ.