ავტორი:

4-6 ნოემბერს წიგნის დღეებზე "პალიტრა L” მკითხველს სიახლეებსა და დიდ ფასდაკლებას სთავაზობს

4-6 ნოემბერს წიგნის დღეებზე "პალიტრა L” მკითხველს სიახლეებსა და დიდ ფასდაკლებას სთავაზობს

"პალიტრა L” 4, 5 და 6 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეებს უერთდება და მკითხველს უამრავ სიახლეს, დიდ ფასდაკლებებს, საჩუქრებსა და საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობს. ასევე, გამომცემლობის სტენდთან საშუალება გექნებათ, შეხვდეთ სხვადასხვა ქართველ ავტორს.

წიგნის დღეებს "ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი უმასპინძლებს. როგორც "პალიტრა L-ში“ განმარტავენ, ამ მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიების ფარგლებში, გამომცემლობა შემოგთავაზებთ 70%-მდე ფასდაკლებას, წიგნის პრეზენტაციებსა და საინტერესო სიურპრიზებს.

"ფესტივალის ფარგლებში წარვადგენთ როგორც მხატვრულ ლიტერატურას, ისე ბიზნესლიტერატურასა და საბავშვო გამოცემებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე სერია ლიტერე ინვენტეს ახალი წიგნია. 2022 წელს ანი ერნო გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი "გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებას და კოლექტიურ იძულებას", - განმარტეს გამომცემლობაში.

"პალიტრა L-მა“ პატარა მკითხველებზეც იზრუნა და მათთვის სპეციალური სტენდი მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იქნება პოპულარული გამოცემები და "დისნეის“ სიახლეები, მაგალითისთვის, "ენკანტო“ და "ლუკა“.

გახსნის დღეს, 4 ნოემბერს, "პაილტრა L-ი” წარმოგიდგენთ ახალ გამოცემას - "30 მსოფლიო ჩემპიონი, რომლებმაც დაწერეს ისტორია“, სადაც ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ ცნობილი სპორტსმენების შესახებ.

5 ნოემბერს კი "ლურჯი ოკეანის“ სტენდთან ბიზნესლიტერატურის სიახლეები გელოდებათ. ასევე დღის განმავლობაში საშუალება გექნებათ, დაესწროთ ახალი წიგნის "ფაქტოლოგიურობას“ წარდგენას, რომელზეც რუსუდან თელია ისაუბრებს, კიდევ ერთი ახალი გამოცემის - "ბედნიერების ხელოვნების“ შესახებ კი რამაზ გიგაურისგან მოისმენთ.

რაც შეეხება ყველასთვის საყვარელ და სასიამოვნოდ საკითხავ მხატვრულ ლიტერატურას, მის სტენდთან ქართული ბესტსელერების ავტორები დაგხვდებიან და ახალ გამოცემებს წარმოგიდნენ. საშუალება გექნებათ, მათ კითხვები დაუსვათ და მცირე დისკუსია გამართოთ.

გთავაზობთ თბილისის წიგნის დღეების დეტალურ გრაფიკს:

4 ნოემბერი:

14:30- წიგნის პრეზენტაცია - "30 მსოფლიო ჩემპიონი, რომლებმაც დაწერეს ისტორია“

15:00 – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებული წიგნების პრეზენტაცია

16:00 – "ბოლოს ორივე კვდება“-ადგილზე გათამაშდება წიგნის ავტორის ადამ სილვერას ხელმოწერილი წიგნი

5 ნოემბერი:

12:30 - წიგნის პრეზენტაცია - "ბედნიერების ხელოვნება“ - რამაზ გიგაური

14:00 - პალიტრა L და წიგნების თაროს საჯარო თამაში

6 ნოემბერი:

12:00 – "ფაქტოლოგიურობა“ - რუსუდან თელია

"პალიტრა L“ იმ მკითხველებზეც ზრუნავს, ვინც ფესტივალზე სტუმრობას ვერ მოახერხებენ და 4, 5 და 6 ნოემბერს ვებგვერდზე მათ საფესტივალო ფასდაკლებას სთავაზობს.

R