"მე ეჭვი რომ შემპარვოდა, რომ მართალი იყო, ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი, უსამართლოდ არ დავაჩაგვრინებდი კაცს," - ასე გამოეხმაურა ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი "მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას.
"მე რაც წავიკითხე, იქ წერია, რომ სამართლიანი სასამართლოს შესახებ არ დარღვეულა არაფერი. ამიტომ, მაგაში ვერ დაგეხმარებით. რადგან სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმასაც უნდა დაეთანხმო ადამიანი და ამასაც. ის, რომ სასამართლო სამართლიანი იყო მის მიმართ, უნდა აღიარო, ისიც უნდა აღიარო, რომ გადასახდელი რაც გაქვს, ისიც უნდა გადაიხადო. მე ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ციხეში და გამოუშვან. მე რომ ეჭვი შემპარვოდა, რომ მართალი იყო, ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი მაგას. უსამართლოდ არ დავაჩაგვრინებდი კაცს”, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
"პირდაპირ გეტყვით, მე საერთოდ ის მიკვირს მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა იყოს ადამიანი ან ეკლესიის წინააღმდეგი უნდა იყოს, რომ დაინტერესდეს. ამდენი ადამიანი ციხეში ზის. ვისურვებდი ყველა საერთოდ გამოუშვან, თუ არის შესაძლებელი. ჩემს სურვილზე რომ იყოს მე ყველას გამოვუშვებდი. ქალბატონი პრეზიდენტი თუ გამოუშვებს, მას აქვს დისკრეცია მიცემული და ვეღარ ჩაერევი. მე არ ვიცი ნიკა გვარამია, რის გამო ზის ციხეში”, - განაცხადა მეუფემ.
“რატომ ჩამოდიოდა, ხომ აღარ იქნებოდა წასასვლელი? მე არავის პატიმრობა არ მინდა, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი საკუთარი მტრები, რომ იყვნენ, იმათი პატიმრობა არ მინდა. შეიძლება ჩვენ არ დავდივართ ციხეებში, მაგრამ ვინც ციხეში დადის, იმაზე მეტად დავეხმარეთ, შეიძლება თვითონაც არ იცოდეს. ყველას კეთილი ნება იყო, ხელისუფლების და საპატრიარქოსი. ჩვენთან იყო დედამისი მოსული და ამის მერე მალე გადაიყვანეს საავადმყოფოში”, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
“საბჭოური მეთოდებით იბრძვიან ზოგიერთი ბალტიისპირეთის და ზოგიერთი პოსტ საბჭოთა ქვეყნის [ევროპარლამენტარები]. აბსოლუტურად კომუნისტებისგან ვერ განასხვავებ ისე იქცევიან ჩვენს მიმართ, რუსები როგორც გვექცეოდნენ, ისინიც ისე გვექცევიან”, - დასძინა მეუფე იაკობმა.