ავტორი:

"ერთადერთი, რაც ახლა ჩვენს რეგიონში ბინძურია, არის მათი თავები, ვინც, მოსკოვში სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფოზე კონტროლი ხელში ჩაიგდეს" - ზელენსკი

"ერთადერთი, რაც ახლა ჩვენს რეგიონში ბინძურია, არის მათი თავები, ვინც, მოსკოვში სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფოზე კონტროლი ხელში ჩაიგდეს" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნა იმის შესახებ, რომ უკრაინაში "ბინძური ბომბის“ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, სრულიად ნათელია, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ორგანიზაციის მისიამ მოინახულა ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა ახსენეს, როდესაც თავიანთ ფანტაზიებს უყვებოდნენ ე.წ. ბინძური ბომბის შესახებ. ჩვენ მოვიწვიეთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შესამოწმებლად, მივეცით მათ მოქმედების სრული თავისუფლება შესაბამის ობიექტებზე და გვაქვს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში არავის შეუქმნია და არ ქმნის რაიმე "ბინძურ ბომბებს“ და ერთადერთი, რაც ახლა ჩვენს რეგიონში ბინძურია, არის მოსკოვში მათი თავები, ვინც, სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფოზე კონტროლი ხელში ჩაიგდეს და ატერორებენ უკრაინასა და მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ უკრაინაში ბირთვული ობიექტები შეამოწმა და გააცხადა, რომ შემოწმების შედეგად “ბინძური ბომბის” დამზადების ნიშნები არ გამოვლენილა. უკრაინის მთავრობამ ინსპექტორთა ჯგუფების გაგზავნა სააგენტოს მას შემდეგ სთხოვა, რაც რუსეთმა ბრალდებები გამოთქვა სამ ლოკაციაზე მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით.