ავტორი:

DJ დონალდ ტრამპი და გართობა თავდავიწყებით - აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ჰელოუინზე გრანდიოზული წვეულება გამართა (ფოტო, ვიდეო)

DJ დონალდ ტრამპი და გართობა თავდავიწყებით - აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ჰელოუინზე გრანდიოზული წვეულება გამართა (ფოტო, ვიდეო)

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Mar-A-Lago-სზე ჰელოუინის წვეულება გამართა. ამის შესახებ Page Six წერს.

"ყოფილმა პრეზიდენტმა DJ-ის ფუნქცია შეითავსა და წვეულებას მუსიკალურად სწორედ ის აფორმებდა", - ყვება გამოცემასთან წყარო. მისივე ცნობით, ტრამპი ძირითადად 80-იანი წლების მუსიკას ასმენინებდა სტუმრებს, რომლებიც ამით კმაყოფილები ჩანდნენ, ყველა ცეკვავდა და თავდავიწყებით ერთობოდა.

ტრამპმა სტუმრებს "ოპერის მოჩვენებიდანაც" მოასმენინა ცნობილი სიმღერა, რაც განსაკუთრებით ხანში შესულ სტუმრებს მოეწონათ.

დონალდი საგანგებოდ იყო შემოსილი სადღესასწაულო საღამოსთვის. ის ესალმებოდა სტუმრებს, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ გამოეცხადებინა, იყრიდა თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წელს. მაგრამ ტრამპმა პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა. წვეულებას არ დასწრებია ტრამპის ცოლი, მელანია.

ეს ფოტო გასულ წელს არის გადაღებული - ტრამპმა მაშინაც დიდი და მხიარული წვეულება გამართა

სტუმრებს შორის იყო "მოხუცი ჯო ბაიდენის“ ფორმაში ჩაცმული კაცი, რომლის გამოჩენასაც სიცილი და მხიარულება მოჰყვა. წვეულებაზე ასევე ზოგიერთი სექსუალური ექთნის ფორმაში იყო გამოწყობილი, ასევე იყო პაპის ფორმაში ჩაცმული ადამიანი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მათთან ერთად ცეკვავდა.

ნახეთ ვიდეო, რომელიც ტრამპის წვეულებიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Mar-a-Lago Halloween Party. <a href="https://t.co/Ucju41t94e">pic.twitter.com/Ucju41t94e</a></p>&mdash; Ron Filipkowski 🇺🇦 (@RonFilipkowski) <a href="https://twitter.com/RonFilipkowski/status/1587474462856953856?ref_src=twsrc%5Etfw">November 1, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>