ავტორი:

პერუში 70 - მდე უცხოელი ტურისტი მძევლად აიყვანეს - გამტაცებლები მდინარეში ნავთის ჩაღვრას აპროტესტებენ: რას წერენ მძევლები?

პერუში 70 - მდე უცხოელი ტურისტი მძევლად აიყვანეს - გამტაცებლები მდინარეში ნავთის ჩაღვრას აპროტესტებენ: რას წერენ მძევლები?

პერუს რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჯგუფმა მძევლად აიყვანა სასეირნო ნავების რამდენიმე ათეული მგზავრი. ამ ნავებით ძირითადად უცხოელი ტურისტები მოგზაურობენ.

პერუს საინფორმაციო სააგენტო RPP Noticias-ის ცნობით, გამტაცებლები ლორეტოს პროვინციის ურარინას რეგიონის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ასე ცდილობდნენ მდინარეში ნავთობის ჩაღვრის პრობლემისთვის საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ქვეყნის ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე.

გავრცელებულ ინფორმაციით, მძევლად აყვანილია 70- მდე ადამიანი, მათ შორის მოქალაქეები ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან - და შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მძევალთა შორის სულ ცოტა, ერთი ჩვილი და ერთი ორსული ქალია.

პროტესტანტი გამტაცებლები აცხადებენ, რომ ადრე, მილსადენიდან მდინარე კუნინიკოშო ნავთის ჩაღვრის შედეგად, ქალი და 2 ბავშვი დაიღუპნენ.

დაბინძურებული წყალი

აქტივისტებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ აპირებენ დატყვევებული ტურისტების გათავისუფლებას, სულ ცოტა, ერთი კვირის განმავლობაში არ აპირებენ. მოვლენების ზონაში გაგზავნეს პერუს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც შეეცდებიან სიტუაციის მოგვარებას.

"რაც მალე გაიგებენ, მით უფრო მალე გაგვათავისუფლებენ", - წერს "ფეისბუქზე" ერთ-ერთი მძევალი. მისი თქმით, კარგად არიან და საფრთხე არ ემუქრებათ. წყარო