ავტორი:

"დავაქორწინეთ, მაშ?!" - დათო ევგენიძემ მესამე ცოლზე ოფიციალურად იქორწინა: ცერემონიას მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც ესწრებოდა (ფოტო და ვიდეოკადრები)

"დავაქორწინეთ, მაშ?!" - დათო ევგენიძემ მესამე ცოლზე ოფიციალურად იქორწინა: ცერემონიას მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც ესწრებოდა (ფოტო და ვიდეოკადრები)

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ და მისმა მესამე მეუღლემ, ნინო ჟვანიამ რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ხელი ოფიციალურად მოაწერეს. ცერემონიას მუსიკოსის შვილები, ასევე თეატრისა და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძე, რომელიც დათოს მეორე ქორწინებიდან ჰყავს, ხელმოწერის ცერემონიიდან ფოტოებს ავრცელებს:

ასევე ცერემონიიდან ვიდეოკადრებს აქვეყნებს მანანა ბერიკაშვილი:

"დავაქორწინეთ, მაშ" - წერს რეჟისორი.

ცნობილია, რომ მუსიკოსს საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება აქვს და საუბრობს კიდეც ხშირად ამაზე. დათო 4 შვილის მამაა. პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა ფრანგი ქალბატონისგან ჰყავს, რომელიც მოსკოვში, კონსერვატორიაში სწავლისას შეუყვარდა. ანჟელიკა საფრანგეთშია დაქორწინებული და ოთხი შვილი ჰყავს.

დათო ევგენიძის ოთხი შვილი

ამის შემდეგ საქართველოში მუსიკოსი დაქორწინდა ნინა კალანდაძეზე, რომელიც ქართული კინოს ულამაზესი სახის - კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი გახლავთ. ნინამ დათოს ორი შვილი გაუჩინა - ლუკა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, და ლიკა.

დათო ნიკოლოზსა და ლიკას ქალ-ვაჟთან ერთად

ლიკა ტელეწამყვანი და მოდელია. რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ნათესავზე იყო დაქორწინებული, ნიკა ალასანიაზე. მასთან ლიკას ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მათი ოჯახი დაინგრა და ლიკა მუსიკოს ნიკა კოჩაროვზეა გამიჯნურებული.

მესამედ კი ევგენიძე ნინო ჟვანიაზე დაქორწინდა, რომელმაც ნიკოლოზი გაუჩინა.

ნახეთ ასევე: