ავტორი:

"რუსები წვრთნებს ბელარუსში ატარებენ... მიზეზი სასწავლო პერსონალისა და საბრძოლო მასალის დეფიციტია" - რა ინფორმაციას ავრცელებს გაერთიანებული სამეფო?

"რუსები წვრთნებს ბელარუსში ატარებენ... მიზეზი სასწავლო პერსონალისა და საბრძოლო მასალის დეფიციტია" - რა ინფორმაციას ავრცელებს გაერთიანებული სამეფო?

რუსული ძალები წვრთნებს ბელარუსში ატარებენ, რადგან რუსეთში სასწავლო პერსონალის, საბრძოლო მასალისა და ობიექტების დეფიციტია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების შეფასებით, იმ ძალების განლაგება, რომლებსაც მცირე წვრთნა აქვთ გავლილი ან სრულიად მოუმზადებლები არიან, არ იძლევა დამატებით შეტევით საბრძოლო შესაძლებლობებს.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები "ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში, დაახლოებით 300 000 ჯარისკაცის წვრთნას ახორციელებენ. ამას დაემატება შემოდგომის წლიური გაწვევის პროცესი, რომელიც 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან დაიწყო და დამატებით 120 000 პერსონალის მობილიზებას გამოიწვევს.

"ახლად მობილიზებულებს, სავარაუდოდ, გავლილი აქვთ მინიმალური მომზადება ან საერთოდ არ აქვთ გავლილი მომზადება. გამოცდილი ოფიცრები და ინსტრუქტორები განლაგებული არიან უკრაინაში საბრძოლველად და ზოგიერთი სავარაუდოდ, დაიღუპა კონფლიქტის დროს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.