ავტორი:

"ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან" - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "უზენაესი სასამართლოს" მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა

"ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან" - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "უზენაესი სასამართლოს" მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა

ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას“რესპუბლიკის” ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლე ალექსანდრ ნიკულინზე თავდასხმა 4 ნოემბერს, ქალაქ უგლეგორსკში მოხდა, რის შედეგადაც ის მძიმე მდგომარეობაშია.

"ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან”, - ნათქვამია ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ნიკულინი “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლედ 2022 წ. სექტემბერში დაინიშნა. ზაფხულში იგი “მოსამართლეთა კოლეგიას” თავმჯდომარეობდა, რომელმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა უკრაინის მხარეს მებრძოლ სამ უცხოელს - დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს- შონ პინერსა და ეიდენ ასლინს, ასევე მაროკოს მოქალაქეს საადუნ ბრაჰიმს.