ავტორი:

მომღერალი აარონ კარტერი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

მომღერალი აარონ კარტერი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

მედიის ცნობით, შაბათს, ლოს-ანჯელესის მახლობლად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს მომღერალი აარონ კარტერი.

კარტერი ბავშვობიდან გახდა პოპულარული. მხოლოდ 9 წლის იყო, როდესაც Backstreet Boys-თან ერთად გასტროლებზე დადიოდა და პოპულარულ ბენდთან ერთად სცენაზე იდგა.

შემდეგ რეპერისა და მსახიობის კარიერა გააგრძელა. აარონ კარტერი Backstreet Boys-ის ერთ-ერთი წევრის, ნიკ კარტერის ძმაა.

სამართალდამცველები ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებზე არ საუბრობენ. ის 34 წლის იყო.

მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელმაც აარონ კარტერს ბავშვობაშივე მოუტანა პოპულარობა:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/y0p3jn7ODuc" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>