ავტორი:

ავიაკატასტროფა ტანზანიაში - სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა (ვიდეო)

ავიაკატასტროფა ტანზანიაში - სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა (ვიდეო)

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში, უამინდობის გამო, Precision Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 26 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ოფიციალური პირების თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

როგორც პოლიციამ განაცხადა, თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, იქამდე, ვიდრე ის ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუკობაში დაეშვებოდა.

"წვიმდა და თვითმფრინავი წყალში ჩავარდა. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა", - განუცხადა რეგიონული პოლიციის მეთაურმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მაშველებმა "უამრავი ადამიანის გადარჩენა შეძლეს".

საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის“ ცნობით, რეისზე 39 მგზავრი, ორი პილოტი და ორი სტიუარდესა იმყოფებოდა.

Precision Air jet has crashed into Lake #Victoria as it attempted to land at Bukoba Airport #Tanzania. It was heading to Bukoba from Dar Es Salaam. The cause of #Plane #crash unknown, but bad weather is suspected. Rescue efforts of 49 passengers on board currently underway. pic.twitter.com/I5cK4SIONa
— SceloM👔 (@scelomncwango) November 6, 2022