ავტორი:

ლოჯისტიკური პრობლემების გამო ამბოხებულმა მობილზებულმა ოკუპანტებმა სამხედრო ბანაკიდან გენარალი გააძევეს და პუტინის რეჟიმის დაშლა მოითხოვეს

ლოჯისტიკური პრობლემების გამო ამბოხებულმა მობილზებულმა ოკუპანტებმა სამხედრო ბანაკიდან გენარალი გააძევეს და პუტინის რეჟიმის დაშლა მოითხოვეს

რუსეთში, ქალაქ ყაზანში გაბრაზებულმა მობილიზებულთა ჯგუფმა სამხედრო-საველე ბანაკიდან გენერალი გააძევა, შეუაცხმყოფელი შეძახილების ფონზე. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპანტების ამბოხების მიზეზი ლოჯისტიკურ პრობემებთან დაკავშირებული უკმაყოფილება გახდა. კერძოდ, მობილიზებულები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ საკვები, გათბობა და წყალი. ამასთანავე, უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათ ჟანგიანი, 70-იანი წლების ავტომატები მისცეს

მობილიზებულებმა ალყაში მოაქციეს ბანაკი, რომელშიც გენერალი და ოფიცრები იმყოფებოდნენ და გენერალს ბანაკის დატოვება მოსთხოვეს.

"მიდი, მიდი, დაახვიე აქედან", - სკანდირებდნენ სამხედროები.

ამის შემდეგ გენერალმა კარავი დატოვა. ის დიალოგის წამოწყებას უშედეგოდ შეეცადა. საოკუპაციო არმიის ოფიცერს სხვადასხვა საგნები ესროლეს და "იდი ნა ..." - ის სკანდირებით გააძევეს ადგილიდან. ამავდროულად, მობილიზებულებმა პუტინის "რეჟიმის დაშლა" მოითხოვეს.