ავტორი:

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდებიან

ვაშინგტონში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა გაიმართება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა განაცხადა.

"ამერიკული მხარის ინიციატივით 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, - წერს უნანიანი სოციალურ ქსელებში.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.