ავტორი:

სოფელ აღაიანთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სოფელ აღაიანთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან, სადაც მომხდარ მორიგ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა. გარდაცვლილი ბელა მცხვეთაძეა, რომელიც სოფელ სამთავისში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, მას ერთი შვილი დარჩა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.