ავტორი:

Skillwill - ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანს უკვე შეუძლია პროგრამირების სწავლა ნულიდან

Skillwill - ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანს უკვე შეუძლია პროგრამირების სწავლა ნულიდან

ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს უკვე შეუძლია ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია - პროგრამირება რამდენიმე თვეში შეისწავლოს.

ბოლო რამდენიმე წელია საქართველო ტექნოლოგიური განვითარების მხრივ რეგიონში წამყვან ქვეყნად იქცა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ისეთ კადრებზე, რომლებიც თავიანთი უნარების დახმარებით ქართულ და უცხოურ კომპანიებში არიან დასაქმებულები.

პროგრამირება უნიკალურია იმით, რომ მისი დაუფლება ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს შეუძლია. Skillwill ყველაზე მასშტაბური ქართული აკადემიაა, რომლის მიზანიც ყველა მსურველისთვის სწორედ ამ სფეროში სათანადო ცოდნის მიცემაა. Skillwill-ის საბაზისო კურსის 8 თვიანი სასწავლო პროგრამა კი სწორედ იმას ემსახურება, რომ ადამიანებს ხელი შეუწყოს მოკლე ვადაში დასაქმდნენ მინიმუმ ინტერნის ან ჯუნიორ დეველოპერის პოზიციაზე. Skillwill-ს ასევე აქვს 3 თვიანი „სმარტ“ კურსები მათთვის, ვინც ფლობს საბაზისო ცოდნას და სურს მისი გაღრმავება.

ძირითადი კურსის სწავლების პრინციპი შემდეგნაირია:

  • 4 თვის განმავლობაში სტუდენტები შეიძენენ ძირითად თეორიულ ცოდნას პროგრამირებაში
  • 1 თვე ეთმობა პრაქტიკულ დავალებებს
  • 3 თვის განმავლობაში კი სპეციალიზებული კურსის არჩევით, თითოეული მათგანი მიიღებს ცოდნას იმ მიმართულებით, რომელიც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ

Skillwill-ში იმასაც ითვალისწინებენ, რომ სამსახურის ძიებისა და უშუალოდ მუშაობის პროცესში მხოლოდ ტექნიკური უნარები შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, აკადემია სტუდენტებს ეხმარება რბილი უნარების შეძენაშიც, როგორიცაა ინტერპერსონალური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა და ა.შ

Skillwill, ასევე, გთავაზობთ სმარტ კურსებს, სადაც სწავლება 3 თვიანია და გარკვეულ მიმართულებებზე წინაპირობას წარმოადგენს საბაზისო ცოდნა პროგრამირებაში. ეს მიმართულებებია Back-end, Mobile და Web.

მათთვის, ვისაც რბილი უნარების კურსის ცალკე გავლა სურს ან პროექტების მენეჯმენტი და ციფრული პროდუქტების ტესტირება აინტერესებს, შეუძლია 0 გამოცდილების და საბაზისო ცოდნის გარეშე გაიაროს რეგისტრაცია ამ კურსებზე.

აკადემიაში პარალელურად რამდენიმე ნაკადის სწავლება მიმდინარეობს, ახალი ნაკადი სწავლას 18 ნოემბერს დაიწყებს.

მსურველებს, ვისაც სურთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად პროფესიას დაეუფლონ, სარეგისტრაციოდ შეუძლიათ ეწვიონ მისამართს : www.skillwill.ge

Skillwill-ის ძირითადი, 8 თვიანი კურსის ღირებულება ჯამში 999 ლარია. 3 თვიანი სმარტ კურსის კი - 599 ლარი.

R