ავტორი:

"მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი" - ირაკლი ღარიბაშვილი

"გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

  • პრემიერი ეგვიპტის პრეზიდენტს კონფერენციის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

"მოხარული ვარ, რომ ვესწრები შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის გახსნით სესიას. მადლობას ვუხდი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ღონისძიების მასპინძლობისთვის.

ეს კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად.

მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი!", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.