ავტორი:

კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელი პარტია ამომრჩეველთა ხმების რამდენ პროცენტს მიიღებდა - რა აჩვენა IRI-ის კვლევამ

კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელი პარტია ამომრჩეველთა ხმების რამდენ პროცენტს მიიღებდა - რა აჩვენა IRI-ის კვლევამ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%.

კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართულ იოცნება - დემოკრატიული საქართველო - 25%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12%

საქართველოსთვის - გიორგი გახარია - 3%

გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%

სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 2%

დროა - ელენე ხოშტარია - 2%

ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი - 2%

ხალხისთვის - ანა დოლიძე - 2%

გირჩი - 2%

პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი - 2%

ლელო - 1%

მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%

კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 1%

სხვები - 2%

გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11%

ხმას არ მივცემდი - 6%

არ ვიცი - 16%

უარი პასუხზე - 7%.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა "IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.