ავტორი:

"ჩვენ აშშ-ის არჩევნებში ჩავერიეთ, ვერევით და ჩავერევით" - ევგენი პრიგოჟინი

"ჩვენ აშშ-ის არჩევნებში ჩავერიეთ, ვერევით და ჩავერევით" - ევგენი პრიგოჟინი

პუტინის მოკავშირემ, რუსმა ოლიგარქმა და კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა აშშ-ის არჩევნებში ჩარევა აღიარა.

"ბატონებო, ჩვენ [აშშ-ის არჩევნებში] ჩავერიეთ, ვერევით და ჩავერევით. წინდახედულად, ზუსტად, ქირურგიულად და ჩვენებურად, როგორც შეგვიძლია. ჩვენი ზუსტი ოპერაციების დროს ერთდროულად ამოვკვეთთ ორივეს - თირკმელსაც და ღვიძლსაც”, - აღნიშნა პრიგოჟინმა.

"პუტინის შეფ-მზარეულის“ სახელით ცნობილმა ბიზნესმენმა აღნიშნული განცხადბა აშშ-ში გასამართი შუალედური არჩევნების წინა დღეს გააკეთა.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე კანონმდებელსა და 100 ადგილიანი სენატის 35 წევრს აირჩევენ.

შეგახსენებთ, ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში.