ავტორი:

"არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხომ იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ" - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი?

"არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხომ იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ" - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი?

გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი. სოსო გოგაშვილის შვილის ნინი გოგაშვილის თქმით, დაკავებულს 16 ივლისს მათი სახლიდან ამოღებული იარაღის გასაღებას ედავებიან.

"იარაღი ჩვენთან ჰქონდა, რადგან პერიოდულად ჩვენთან რჩებოდა ხოლმე, თვითონ თელავში ცხოვრობს. ეს იარაღები 16 ივლისს, ჩვენი სახლიდან ამოიღეს. ნიკა გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას გულისხმობს, ეს აბსურდია, მას თავის სახელზე შეძენილი და გაფორმებული 3 იარაღი ჰქონდა და არ გაუსაღებია. ეს არის პოლიტიკური დევნის მიზეზი, რადგან ის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილია. სწორედ, ამის გამო დააკავეს ის, რაც უსამართლობა და უკანონო ქმედებაა", - განაცხადა ნინი გოგაშვილმა.

მან მომხდარის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზეც დაწერა:

"ახლა დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი! არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხომ იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ, არ იყო ხო საკმარისი თქვენთვის ის ტკივილი, რაც უკვე მოგვაყენეთ?!

რუსული ოცნება კლავს!

ამ უსამართლობის გამო, ამდენი ოჯახის გამწარების გამო პასუხს აგებთ აუცილებლად!"