უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
დილიდან ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
გუგა გაგნიძე უკანასკნელ გზაზე სამხედრო პატივით გააცილეს. გმირულად დაღუპულ ქართველს პატივი უკრაინის სამხედრო ატაშემ მიაგო.
40 წლის გუგა გაგნიძე უკრაინაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.