კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა. პოლიტიკოსი აეროპორტში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და ამბობს, რომ "იქ უნდა იყოს, სადაც ბოროტების დამარცხების ბედი წყდება".
"არ ვფიქრობდი დაბრუნებას, მაგრამ ვერ გავძელი. უკრაინა მეძახდა, თანამებრძოლებზე ფიქრი არ მაძინებდა... იქ უნდა იყო კობა, იქ სადაც ბოროტების დამარცხების ბედი წყდება, იქ, სადაც ჩემი საქართველოს მომავალი იჭედება... ვბრუნდები უკრაინაში! "ბაბუც" აქ არის!" - წერს ხაბაზი.
პოლიტიკოსი უკრაინაში მანამდეც იმყოფებოდა, თუმცა საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.