ავტორი:

"14 წლის ვიყავი იაპონიაში გუნდ "მართვეს“ წევრად რომ ჩამოვედი" - რა ამბავი გაახსენეს ვიზიტად მყოფ შალვა პაპუაშვილს იაპონელებმა?

"14 წლის ვიყავი იაპონიაში გუნდ "მართვეს“ წევრად რომ ჩამოვედი" - რა ამბავი გაახსენეს ვიზიტად მყოფ შალვა პაპუაშვილს იაპონელებმა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 5 ნოემბერს ვიზიტით იაპონიას ეწვია, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა როგორც პოლიტიკურ, ისე ბიზნეს წრეებთან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

ცნობილია, რომ საპარლამენტო დელეგაცია იაპონიიდან სამხრეთ კორეაში გაემგზავრება.

როგორც ირკვევა, პაპუაშვილი პირველად იაპონიაში 32 წლის წინ იმყოფებოდა, როგორც ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლის, "მართვეს" წევრი. იმჟამად ქართული ანსამბლის გასტროლი იაპონურმა პრესამაც გააშუქა. ეს ამბავი პარლამენტის თავმჯდომარეს ამჟამინდელი ვიზიტისას გაახსენეს და ამის ამსახველი მასალებიც გაუგზავნეს.

"14 წლის ვიყავი იაპონიაში გუნდ "მართვეს“ წევრად რომ ჩამოვედი. 1990 წელი იყო. ახლა, 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მე დავბრუნდი იაპონიაში. მიხარია, რომ საქართველო და იაპონია პატივს სცემენ ერთმანეთის კულტურას. მინდა, მადლობა გადავუხადო Geino Yamashiro-gumi @yamashirogumi -ს მასალების გამოგზავნისთვის", - ამბობს პაპუაშვილი.