ავტორი:

"ჩემთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო... დასანანია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვნახავთ" - რას ამბობს ლეგენდარული კაკა ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ჩემთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო... დასანანია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვნახავთ" - რას ამბობს ლეგენდარული კაკა ხვიჩა კვარაცხელიაზე

"მილანის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ბრაზილიელმა რიკარდო კაკამ ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

2007 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის თქმით, დასანანია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰალანდი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებენ.

"ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. ჩემთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო, სამწუხაროა, რომ ის და ჰალანდი მუნდიალს გამოტოვებენ, მოედანზე სხვაობას სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან, რადგან იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სხვებს არ შეუძლიათ" - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურტელმა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს, მასპინძელ კატარის ნაკრებისა და ეკვადორის თამაშით გაიხსნება.

sportall.ge