ავტორი:

პენტაგონი: უკრაინაში, ომში 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა

პენტაგონი: უკრაინაში, ომში 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ პენტაგონის მონაცემებით, უკრაინის ომში 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. ამერიკელი გენერალი დასძენს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც "სავარაუდოდ, მსგავსი მასშტაბის დანაკარგი განიცადეს."

  • ამერიკელმა გენერალმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას "უზარმაზარი სტრატეგიულ შეცდომა“ უწოდა, რისთვისაც რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში გადაიხდის.

მარკ მილიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, გაჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასასრულებლად, როდესაც ზამთრის პერიოდში ფრონტის ხაზი დასტაბილურდება.

”როდესაც მოლაპარაკების შესაძლებლობა იქნება, როდესაც მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი გახდება, გამოიყენეთ ის, გამოიყენეთ მომენტი“, - აღნიშნა მილიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი მოლაპარაკებები არ გაიმართება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.