ავტორი:

უკრაინელი სამხედროები სნიჰურივკას დასახლების ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ადასტურებენ

უკრაინელი სამხედროები სნიჰურივკას დასახლების ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ადასტურებენ

უკრაინის 131-ე ცალკეულმა სადაზვერვო ბატალიონმა "ტელეგრამში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მათი თქმით, გადაღებულია მიკოლაივის ოლქის სნიჰურივკას დასახლებაში.

"დღეს, 2022 წლის 10 ნოემბერს, 131 ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ძალებმა სნიჰურივკას დასახლება გაათავისუფლეს, დიდება უკრაინას!”,- აცხადებენ უკრაინელი სამხედროები ვიდეოში.

უკრაინელი სამხედროების დასახლებაში ყოფნის ამსახველი ვიდეო "ტვიტერზეც“ გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ სნიჰურივკა ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 35 მილის დაშორებით მდებარეობს.