ავტორი:

მარკ ცუკერბერგი 11 000 თანამშრომელს ემშვიდობება - რამ განაპირობა Meta-ს ისტორიაში პირველი მასობრივი შემცირება

მარკ ცუკერბერგი 11 000 თანამშრომელს ემშვიდობება - რამ განაპირობა Meta-ს ისტორიაში პირველი მასობრივი შემცირება

კომპანია Meta-მ, რომელიც Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს ფლობს, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანია სამუშაო ძალის 13%-ს ამცირებს.

  • კომპანიის ისტორიაში პირველი ასეთი მასობრივი გათავისუფლება ნიშნავს, რომ Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს მასშტაბით 87 000 თანამშრომლიდან 11 000-ს დაემშვიდობება

"Meta-ს ისტორიაში ჩვენ ყველაზე რთული ცვლილებები განვახორციელეთ. ვიცი, რომ ეს ყველასთვის ძნელია და ძალიან ვწუხვარ მათ გამო, ვისაც შემცირება შეეხო“, - ამბობს ცუკერბერგი.

"ფეისბუქის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში კომპანიის შემოსავლები გაიზარდა, რამაც გააჩინა არასწორი მოლოდინები, რომ ეს შემოსავალი იქნებოდა მუდმივი, რაც რეალურად ასე არ აღმოჩნდა. მარკის თქმით, ახლა კომპანიის შემოსავალი გაცილებით ნაკლებია. გაზრდილია ასევე კონკურენცია, რაც კიდევ უფრო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აგდებს მათ. ცუკერბერგი ამბობს, რომ არასწორად გათვალა და ამაზე პასუხისმგებელია.

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ახლა პრიორიტეტულია ინვესტირება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, რეკლამა და "გრძელვადიანი ხედვა მეტავერსზე.“

სხვა სფეროებში კი Meta ხარჯებს შეამცირებს. შემცირდება ხარჯები შენობებსა და ოფისებზეც.