ავტორი:

"აშკარაა, რომ რუსეთი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა" - რას აცხადებს სტოლტენბერგი ხერსონში მიმდინარე მოვლენებზე?

"აშკარაა, რომ რუსეთი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა" - რას აცხადებს სტოლტენბერგი ხერსონში მიმდინარე მოვლენებზე?

ხერსონიდან რუსეთის არმიის უკან დახევა უკრაინის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"აშკარაა, რომ რუსეთი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ - ეს უკრაინის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება" - თქვა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ნატო დააკვირდება მართლა ტოვებენ თუ არა რუსი სამხედროები დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე კვლავ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, “რამდენიც საჭირო იქნება”.

"ნატოს მოკავშირეების, მათ შორის იტალიის, უპრეცედენტო დახმარება ყოველდღიურად ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება უკრაინის წინსვლისთვის", - თქვა სტოლტენბერგმა.

ნახეთ ასევე: