ავტორი:

სასტიკი ბაბუა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა და ბებიის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ჟურნალისტებმა ბრიტნი სპირსის ოჯახის წარსულიდან უმძიმესი ფაქტები გაარკვიეს

სასტიკი ბაბუა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა და ბებიის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ჟურნალისტებმა ბრიტნი სპირსის ოჯახის წარსულიდან უმძიმესი ფაქტები გაარკვიეს

ერთი წლის წინ ბრიტნი სპირსმა მამის "პატიმრობიდან" თავი საბოლოოდ გაითავისუფლა. ჯეიმი სპირსი წლების მანძილზე მკაცრად აკონტროლებდა შვილის ცხოვრებას და მომღერალმა მხოლოდ სასამართლოს ძალით შეძლო მისგან თავის დაღწევა. უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით "რატომ დააპატიმრა ჯეიმ სპირსმა ბრიტნი? - კენტვუდის წყევლა," სადაც ჟურნალისტი პოპ-მომღერლის ოჯახის ისტორიის შესახებ და გამოძიების დროს აღმოჩენილ ბნელ ეპიზოდებზე გვიყვება.

მკაცრი ბაბუა და ბებიის თვითმკვლელობა

ბრიტნი სპირსის ოჯახის ისტორია ბებიის (მამის დედის) ემა ჯინ ფორბსის გარდაცვალების ისტორიით იწყება. ოფიციალური ვერსიით, ქალმა ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი შვილის საფლავზე თოფით თავი მოიკლა. ამ დროს ბრიტნის მამა, ჯეიმი სპირსი, 13 წლის იყო, მისი უმცროსი ძმები და დები - სამი, ხუთი და რვა წლის.

მოგვიანებით, სასამართლოზე გაირკვა, რომ ბრიტნის ბებიამ მანამდეც სამჯერ სცადა თვითმკვლელობა, თუმცა რა როლს ასრულებდა ცოლის მძიმე მდგომარეობაში მკაცრი მეუღლე, კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. კაცი ყოფილი სამხედრო იყო და საჰაერო ძალებში მსახურობდა, გამოირჩეოდა მკაცრი ხასიათით. პოლიციიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როდესაც მისი მორიგეობის დროს, უდანაშაულო მამაკაცს ესროლეს და მოკლეს. ცოლის თვითმკვლელობის შემდეგ მეზობლები საუბრობდნენ, რომ სწორედ ჯუნ სპირსს შეეძლო ცოლის მოკვლა.

ემა ჯუნის გარდაცვალებიდან რვა თვის შემდეგ, სპირსი ხელახლა დაქორწინდა ჯო ენ ბლექველზე. მათი ქორწინება დაახლოებით ოთხი წელი გაგრძელდა და განქორწინების შემდეგ ჯო ქმრის მკაცრ ხასიათზე ჩიოდა. სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მეუღლე სცემდა და სასტიკად ექცეოდა. ჯუნ სპირსმა მეორე ცოლი მისი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა. მასთან განქორწინების შემდეგ ის ჩრდილოეთ კაროლინაში წავიდა და მესამედ დაქორწინდა - რუთ ოტზე, დედის გერზე...

ჯეიმი სპირსის ბავშვობა

ჯუნი სასტიკად ექცეოდა უფროს ვაჟს. აიძულებდა ქანცის გაწყვეტამდე ევარჯიშა, მიუხედავად იმისა, რომ შვილი ძალიან ნიჭიერი სპორტსმენი იყო. ზოგჯერ ჯეიმის საუკეთესო მეგობარი შეჯიბრის შემდეგ სახლში სტუმრობდა და მამა ორივეს უყვიროდა, მუშტებს ურტყამდათ და შემდეგ ისე ეპატიჟებოდა სადილზე, თითქოს არაფერი მომხდარა. ფეხბურთის მწვრთნელს ხშირად უწევდა მოსწავლის დაცვა მამის რისხვისგან. ერთხელ ჯეიმი საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა, თავად სასწაულებრივად გადარჩა, მეგობარი კი გარდაიცვალა. როდესაც ეს ამბავი მამას შეატყობინეს, კაცმა შვილი საშინელ დღეში ჩააგდო...

მეურვეობისთვის ბრძოლა

სანამ ჯუნის ყოფილი მეუღლე ჯო ენი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, კაცმა მათი საერთო შვილები - ქალიშვილი ლი ენი და ვაჟი ჯონ მარკი თავისთან წაიყვანა. სასამართლომ ბავშვების მეურვეობა მას მიანიჭა, მიუხედავას იმისა, რომ კაცმა ისინი გაიტაცა. მოგვიანებით ქალიშვილმა თქვა, რომ მამა მასზე სექსუალურად ძალადობდა, ბიჭმა კი მას ურჩხული უწოდა, რომელმაც შვილები სცემა და ცოლები გააგიჟა.

ჯეიმი და ლინ სპირსის ოჯახური ცხოვრება

ბრიტნის მშობლებმა ერთმანეთი 1976 წელს გაიცნეს და იქორწინეს. ჯეიმის უკან პირველი ხანმოკლე ქორწინება და ტრავმის გამო დანგრეული კარიერა იდგა. ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ ლინი დაორსულდა და 1977 წელს მათ ვაჟი, ბრაიანი შეეძინათ. ქორწინების პირველივე დღიდან ჯეიმი არ ყოფილა იდეალური ქმარი. ის სვამდა და ცოლს შეურაცხყოფას აყენებდა. როდესაც ქალმა შეიტყო, რომ ქმარი ღალატობდა, განქორწინება და შემაკავებელი ორდერი მოითხოვა. წყვილი ისევ შერიგდა და ერთ წელიწადში ქალიშვილი ბრიტნი შეეძინათ. გოგონას სახელად ჟანი დაარქვეს, გარდაცვლილი ბებიის პატივსაცემად, რომელმაც სავარაუდოდ, თავი მოიკლა. მოგვიანებით ბრიტნი ამბობდა, რომ შესაძლოა ეს სახელი დაწყევლილი ყოფილიყო.

ბრიტნი...

ბავშვობაში გოგონა ძალიან წარმატებული იყო ტანვარჯიშში და მასწავლებლები მას "შინაგანად მოტივირებულს, პერფექციონისტს, ცხენივით მუშას" უწოდებდნენ. ჯეიმი ამბობდა, რომ მისი ქალიშვილი ვარსკვლავი გახდებოდა. ბრიტნის მშობლები გადასახადებს არარეგულარულად იხდიდნენ და თანხას შვილის გაკვეთილებსა და კონკურსებთან დაკავშირებული მოგზაურობებისთვის ხარჯავდნენ. საბოლოოდ, ბრიტნი 20 000 ბავშვიდან აარჩიეს და მიკი მაუსის კლუბში მოხვდა. მის მშობლებს კი სასამართლომ მიწა ჩამოართვა და აუქციონზე გაუყიდეს. სამ წელიწადში ოჯახი გაკოტრებულად გამოაცხადეს, მათი ვალი 10 ათას დოლარს შეადგენდა.

ამ ამბიდან ზუსტად სამ თვეში ბრიტინის პირველი სინგლი Baby One More Time გამოვიდა, მაშინ გოგონა 16 წლის იყო.

ბრიტნი სპირსის მეურვეობა

თავისი 40 წლიანი ცხოვრებიდან სპირსმა მხოლოდ ცხრა გაატარა მშობლების კონტროლის გარეშე. უსიამოვნებები 2006 წელს მოცეკვავე კევინ ფედერლაინთან განქორწინების შემდეგ დაიწყო, რომელთანაც პოპ ვარსკვლავს ორი ვაჟი შეეძინა.

ქალმა თავი გაიპარსა და ერთი თვე სარეაბილიტაციო ცენტრში გაატარა. ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ კი დაკარგა მეურვეობა შვილებზე...

მალე ბრიტნიმ დაიწყო ცხოვრება კაცთან, სემ ლუფტთან, რომელიც ღამის კლუბში გაიცნო და თავს მენეჯერს უწოდებდა. მშობლები გრძნობდნენ, რომ ლუტფი აკონტროლებდა ბრიტნის. ოჯახმა მომავალი სიძე დაადანაშაულა იმაში, რომ ბრიტნი ნარკოტიკებს მიეჩვია.

2008 წელს ბრიტნი ნერვული აშლილობის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქალმა უარი თქვა შვილების მეურვეობაზე. მამა აქტიურად იყო ჩართული შვილის ბედის გადაწყვეტაში, მომღერალი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსეს ცენტში.

მალე მამამ სასამართლოში დოკუმენტი წარადგინა და შვილის მეურვეობა მოითხოვა. დოკუმენტში ეწერა, რომ ბრიტნის ჰქონდა დემენცია, მაგრამ ამ დიაგნოზის სიზუსტე სადავოა. ჯეიმმა ბრიტნის ფინანსები მიანდო ლუიზ ტეილორს, ტენესის პასტორის მეუღლეს, რომელიც წლების წინ გაიცნო. ტეილორის კომპანია უშუალოდ ჩაერთო ბრიტნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. პოპ ვარსკვლავი ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ თავსა და ფულს.

ჯეიმსს სიმდიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოუყენებია, ცხოვრობდა ტრაილერში. ის თავად რეცხავდა სარეცხს, არ ცხოვრობდა მდიდრულ სახლში, რომელიც ბრიტნიმ იყიდა, მაგრამ ტოტალურად აკონტროლებდა ქალიშვილის ცხოვრებას.

"ბრიტნის სადილისთვის სუში უნდოდა, მაგრამ კაცმა თქვა, რომ სუში ძვირია და გუშინ უკვე შეჭამა სუში. შვილს არ აძლევდა სამზარეულოს კარადების შეკეთების უფლებას, არ ჰქონდა უფლება ესარგებლა მანქანით, ხანდახან კი ნებას რთავდა, რომ ტელეფონით ესარგებლა, ოღონდ საუბარს თავად უსმენდა. ახლო მეგობრები გააძევა შვილის ცხოვრებიდან" - ნათქვამია სტატიაში.

როდესაც ქალიშვილმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, კაცი ემუქრებოდა, რომ შვილების ნახვის შესაძლებლობას წაართმევდა. ნასვამი მამაკაცი ყვიროდა: "ეს მე ვარ - ბრიტნი სპირსი".

ერთხელ ჯეიმმა უთხრა ცოლს, რომ საუკეთესო რამ, რაც მათ ქალიშვილთან უნდა გააკეთონ, „რბოლის ცხენივით“ მოექცნენ, ანუ დარწმუნდნენ, რომ ის ყოველთვის დაკავებულია, რადგან უყვარს სიმღერა და ცეკვა.

ბრიტნის დე ფაქტო ყმობა 13 წელიწადს გაგრძელდა. მისი გათავისუფლების საქმეში უამრავი ცნობილი სახე ჩაერია და დეტალებმა, რომელიც გასულ წელს სასამართლო პროცესზე გამოვლინდა, საზოგადოება შოკში ჩააგდო.