ავტორი:

რუსმა ოკუპანტებმა ვინიცაზე იერიში მიიტანეს - ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური

რუსმა ოკუპანტებმა ვინიცაზე იერიში მიიტანეს - ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური

რუსმა ოკუპანტებმა ვინიცას ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ვინიცას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ბორზოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"11 ნოემბერი განგაშით დაიწყო. ისევ განხორციელდა დარტყმა ვინიცას ოლქის ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე", - წერს ბორზოვი.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.