ავტორი:

რუსულმა ძალებმა მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა მიკოლაივში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა „ტელეგრამში“ დაწერა.

"მხეცები ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს, ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა“, - აცხადებს კიმი.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული სახელმწიფოს ცინიკური პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე მიღწეულ წარმატებებზე.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთი არ წყვეტს საძაგელ ტაქტიკას. ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს ბრძოლას. ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე“, - აცხადებს ზელენსკი.