ავტორი:

ევა ბარბაქაძის დაბადების დღის გრანდიოზული წვეულება - შორენა ბეგაშვილის შვილი ახალი იმიჯით გამოჩნდა (ფოტოები)

ევა ბარბაქაძის დაბადების დღის გრანდიოზული წვეულება - შორენა ბეგაშვილის შვილი ახალი იმიჯით გამოჩნდა (ფოტოები)

შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი გუშინ 21 წლის გახდა. მოდელმა და ტელესახემ შვილის დაბადების დღისთვის გრანდიოზული წვეულება მოაწყო.

ფოტოებზე ჩანს, რომ დედა-შვილი ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს და ამის შესახებ გულშემატკივრები კომენტარებშიც აღნიშნავენ.

ევა ბარბაქაძე კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობს და ინფლუენსერია. მონაწილეობს სხვადასხვა სარეკლამო გადაღებებში და "ინსტაგრამზე" 181 ათასი გამომწერი ჰყავს.

დაბადების დღის წვეულებაზე ევამ მეგობრები დაპატიჟა. წვეულება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ევას და შორენას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ისინი ერთად ბევრს მოგზაურობენ. ბოლოს ერთად სამოგზაუროდ ზაფხულში მალდივებზე იყვნენ.