ავტორი:

"ათი წელია ინდოეთის ცნობილ კლინიკებში ვმუშაობ, აქ ჯერ პაციენტი არ დაგვღუპვია" - ქართველი ქალის 26 წლიანი ცხოვრება საოცრებათა ქვეყანაში, ინდოელი მეუღლე და შეცვლილი პროფესიები

"ათი წელია ინდოეთის ცნობილ კლინიკებში ვმუშაობ, აქ ჯერ პაციენტი არ დაგვღუპვია" - ქართველი ქალის 26 წლიანი ცხოვრება საოცრებათა ქვეყანაში, ინდოელი მეუღლე და შეცვლილი პროფესიები

ნათელა საჯაია 26 წელია ინდოეთში ცხოვრობს და სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობს... თავდაპირველად ხელოვნებაში იყო, შემდეგ ათი წელი ინდოეთის ყველაზე ცნობილ კლინიკებში თარჯიმნად და ახლახან კიდევ ახალი პროფესია აითვისა.. იგი ინდოეთს საოცრებათა ქვეყანას ეძახის და თავის საინტერესო ცხოვრებაზეც გვიამბობს...

- ბავშობიდან მომწონდა და მიტაცებდა ინდოეთი, ამ ქვეყნის კულტურა, ტრადიციები. ვოცნებობდი ინდოეთში წავსულიყავი, ცეკვა საფუძვლიანად შემესწავლა. კინოთეატრ "ბათუმში: ჩამოყალიბებულ ინდური კულტურის ცენტრში გავწევრიანდი. სხვადასხვა ღონისძიებებში ვმონაწილეობდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი... შემდეგ სასწავლებლად მოსკოვში წავედი, სადაც დავიწყე კლასიკური ცეკვის - კათხაკის სწავლა. ერთი წლის მერე პედაგოგის შუამდგომლობით ინდოეთიდან მოწვევა მივიღე, სწავლა რომ იქ გამეგრძელებინა. თავიდან რთული იყო, ვინაიდან ინდური კლასიკური ცეკვის თვითოეული მოძრაობა რაიმე ისტორიას გადმოსცემს. ამასთანავე აუცილებელია სწორად გამოხატო ყველა ის გრძნობა, რაზეც არის ცეკვა. მალევე დავძლიე სირთულეები და ცეკვა ინდოელი გოგონებივით კარგად, ლამაზად გამომდიოდა... დედაქალაქ დელიში ვცხოვრობდი და იქვე ვსწავლობდი.

- ინდოეთს კონტრასტების ქვეყანას უწოდებენ, სიმდიდრის და სიღარიბის გამო... თქვენთვის როგორია ინდოეთი, როგორ გაგვაცნობდით ამ ქვეყანას?

- როდესაც პირველად ინდოეთში, დელიში ჩავფრინდი, პირველი რამაც გამაოცა, ეს იყო სიცხე +50 გრადუსი და ჰაერში სპეციფიური სუნი. დღემდე ყოველი დღე ახალი და საინტერესოა. სრულიად განსხვავებულ სამყაროში მოვხვდი, ახალი ცხოვრება დავიწყე...

- ბოლო 10 წელია ცნობილ კლინიკებში მუშაობთ...

- დიახ, კერძო საავადმყოფოებში როგორიცაა ფორტისი, მაქსი, არტემისი და სხვა. ფესელიტატორ-თარჯიმანი გახლავართ, პაციენტებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ვემსახურები... საქართველოში ინდოეთზე ბევრს ძალიან არასათანადო წარმოდგენა აქვს და ალბათ ვერც წარმოუდგენიათ იქ რა მაღალი დონის საავადმყოფოებია. ბოლო გამოშვების გამოკვლევის ლაბორატორიები და დიაგნოსტიკური საშუალებები, საუკეთესო წამლები, აიურვედას, ტიბეტური და ჰომეოპატიური მედიკამენტები. საუკეთესო ექიმები ყავთ, განსაკუთრებით ქირურგია ძალიან განვითარებულია. უკვე დიდი ხანია რაც წარმატებულად ტარდება თირკმელის, ღვიძლის, გულის და ფილტვის გადანერგვები. გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირისა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნებიდანაც ჩამოდიან პაციენტები: ირანიდან, აფრიკიდან, ეთიოპიიდაან, ბანგლადეშიდან, ნეპალიდან... გადანერგვა ყველა ქვეყანაში ძვირია. ინდოეთში მაგალითად 16.000 დან 18.000 დოლარამდე ღირს თირკმელის გადანერგვა. გააჩნია დონორი ვინ იქნება... მე პირადად არ მყოლია ქართველი პაციენტი, მაგრამ რამდენიმეჯერ მითხრეს, რომ სუროგაციის მსურველი პაციენტები ყოფილან.

- ალბათ ძალიან ბევრი სიცოცხლის გადარჩენას შესწრებიხართ...

- რამდენიმე წლის წინ უზბეკეთიდან ჩამოვიდა 29 წლის გოგო, რომელსაც თან მეუღლე ახლდა. მათ იცოდნენ, რომ ამ გოგოს დონორი მისი მეუღლე იქნებოდა, რადგან კვლევების მიხედვით ღვიძლი ესადაგებოდა. როდესაც ინდოეთში შეამოწმეს, მეუღლის ღვიძლი ცხიმოვანი აღმოჩნდა და ვერ გადაუნერგავდნენ. იმდენად დამწუხრდნენ, შოკში ჩავარდნენ, სახლში რეკავდნენ, ოჯახის წევრებს შეჩიოდნენ, რაც მოხდა... წარმოიდგინეთ პაციენტის უფროსმა დამ იმ დღესვე მომწერა, სასწრაფო მოწვევა გამიკეთე და ჩამოვფრინდებიო... მართლაც ჩამოფრინდა, გამოიკვლიეს და საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ მისი ღვიძლი მიუდგებოდა... მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პაციენტი ძალიან მალე გამოჯანმრთელდა, გონსაც მყისვე მოვიდა, მაგრამ დონორი ძალიან ცუდად გაგვიხდა... როცა ორგანოს აჭრიან, ცარიელი ადგილი სხვა ორგანოებზე ძალიან მოქმედებს, განსაკუთრებით ფსიქიკაზე. შეგვეშინდა დონორს საფრთხე არ შექმნოდა... ოპერაციის დროს ძალიან ვნერიულობთ, მაგრამ მე ნერვიულობას არასოდეს ვიმჩნევ, რადგან მათი მხოლოდ თარჯიმანი კი არა, სულიც, გულიც, ჯიგარიც ვარ, მათ გვერდით ყველანაირად ვუდგავარ.

ყოველთვის ძალიან მიხარია პაციენტი რომ გამოჯანმრთელებული მიდის. ათი წლი განმავლობაში ინდოეთში, სადაც მე ვმუშაობ, არცერთი პაციენტი არ დაღუპულა. ასე რომ მე მჯერავს ინდოეთის მედიცინის, მთავარია რომ პაციენტსაც ქონდეს შინაგანი რწმენა იქ რომ განიკურნება.

- როგორც ვიცი, პროფესიას იცვლით...

- დიახ... პანდემიის შემდეგ ვიგრძენი, რომ პროფესია აუცილებლად უნდა შემეცვალა. პაციენტების ნაკადი საგრძნობლად შემცირდა და ინდოეთში მუშაობის გარეშე ჩემთვის ცხოვრება ძალიან რთულია. სახლში ჯდომა და უსაქმურობა არ მიყვარს... ჩაკეტვის გამო დიდი სტრესი მქონდა, მაგრამ ჩემმა ჯადოსნურმა ხელებმა და ფანტაზიამ გადამალახინა. ძალიან კარგად ვხატავ, ვქსოვ, ვმღერი, ვცეკვავ როგორც ინდურს, ასევე ლათინო-ამერიკულებსაც...

ასევე ძალიან მიყვარს კულინარია. მსიამოვნებსკერძების მომზადება, ხალხის დაპურება... პანდემიის დროს ნაირ-ნაირ კერძებს ვამზადებდი და იმ მეზობლებთან გადამქონდა, რომლებიც უმუშევრები დარჩენ...მადლიერებთ ამბობდნენ, ნამდვილი შეფ-მზარეული ხარო და ეს სიტყვა იმდენად გულში ჩამრჩა, ვიფიქრე, აუცილებლად უნდა გავხდე-მეთქი... დელის საუკეთესო სასწავლებელში, ცხელი კერძების მომზადების ერწლიანი კურსი გავიარე... დიპლომის ასაღებად ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სასწავლებელი გვანაწილებდა... მე უკვე საქართველოში მოვდიოდი, სამი წლის უნახავი მყავდა დედა, სამშობლო, ახლობლები. საბედნიეროდ სასტუმრო „ჰუალინგიდან“ მითხრეს, რომ იქ გავივლიდი. მალე ვამთავრებ სტაჟირებას და სულ სხვა კუთხით შევუდგები ინდოეთში საქმიანობას.

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი...

- მყავს მეუღლე და ერთი ვაჟი... ჩემი მეუღლე ინდოელია, რელიგიით მუსულმანი. დამთავრებული აქვს ჟურნალისტიკის , იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტები... სასწავლებლის დამთავრებისთანავე მოღვაწეობა ჟურნალ-გაზეთებში დაიწყო. საკუთარი ოფისი, სტამბა ჰქონდა, სადაც გამოდიოდა როგორც პოლიტიკური ჟურნალ-გაზეთები, ასევე ქალთა გაზეთები...

რვა ენა იცის, მათ შორი ცოტა ქართულიც. გამართულად საუბრობს - ინდურად, რუსულად, ინგლისურად, არაბულად, აზერბაიჯანულად, თურქულად, პენჯაბურად... ძალიან საინტერესო ლექსებს წერს, ჩემთვისაც ბევრჯერ მოუძღვნია. სიმღერაც უყვარს, თუმცა ცოტა უნიჭოა... საქართველოში სამჯერ იყო ნამყოფი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მე გამიცნობდა. აზერბაიჯანში მუშაობდა ავიაკომანიაში, საკუთარი ჩარტერული რეისები ქონდა... საქართველო, ქვეყნის ბუნება, ხალხი ძალიან მოსწონს, უყვარს ჩვენი სამზარეულო - მწვადი, ხაჭაპური.. აქვს სურვილი, რაც შეიძლება ხშირად ჩამოვიდეს.

- საუბრის დასასრულს ისევ ინდოეთზე რომ გვითხრათ...

- ინდოეთს ტყუილად როდი ეძახინ წარმოუდგენელ ინდოაეთს... ყველა რეგიონში, ქალაქში, ქუჩაში თუ ნებისმიერ ადგილას შეიძლება წარმოუდგენელი რამ ნახოთ, ან გაიგოთ. მე ინდოეთს საოცრებების ქვეყანას ვეძახი. ჩემთვის ყოველი დღე ახალი, ლამაზი და საოცარია... ყველა რეგიონს თავისი სილამაზე და თავისებურად დამახასიათებელი საინტერესო ადგილები აქვს...რაჯესთანს ქ. ჯაიპურში ვარდისფერ ქალაქს ეძახიან, ვინაიდან ყველა ისტორიული, ნებისმიერი შებობა ვარდისფერი ქვით არის მოპირკეთებული...