ავტორი:

მიკოლაივში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა

მიკოლაივში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა

უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქის ორ რაიონში მოხდა.

"მეორე რაიონში დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, საწარმოების სამრეწველო ფართები და საწყობები, მაღაზიები, ავტოგასამართი სადგური“, - აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის წინასწარი მონაცემებით, დაბომბვა განხორციელდა S-300 ტიპის რაკეტებით.

უწყების ცნობით, გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.