ავტორი:

"გაქცეული ვარსკვლავების" ფოტო, რომელმაც რუსები გააღიზიანა - პუგაჩოვას, სობჩაკის ყოფილი ქმრისა და სხვა ცნობილების შეხვედრა ისრაელში: "სამშობლოს მოღალატეები"

"გაქცეული ვარსკვლავების" ფოტო, რომელმაც რუსები გააღიზიანა - პუგაჩოვას, სობჩაკის ყოფილი ქმრისა და სხვა ცნობილების შეხვედრა ისრაელში: "სამშობლოს მოღალატეები"

ალა პუგაჩოვა, სემიონ სლეპაკოვი, მაქსიმ ვიტორგანი და რუსეთიდან წასული სხვა ვარსკვლავები ისრაელში შეხვდნენ ერთმანეთს, რამაც რუსული მედია ძალიან გააღიზიანა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გაქცეული ვარსკვლავების შეხვედრას, სამშობლოში მოღალატეების შეკრება უწოდეს.

ალა პუგაჩოვასთან ერთად ფოტოზე ჩანს მაქს ვიტორგანი. ცნობილი მსახიობი ქსენია სობჩაკის ყოფილი ქმარია. წყვილს საერთო შვილი ჰყავთ. რუსეთის დატოვებამდე კი ვიტორგანი ნინო ნინიძეზე იყო გამიჯნურებული. მას შემდეგ, რაც მაქსმა რუსეთი დატოვა, მედიაში წერდნენ, რომ ნინიძე მიატოვა, რის გამოც, ქალს სერიოზული დეპრესია დაემართა. მაქსიმ ვიტორგანმა ადრე ინტერვიუში ომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ იცის „როგორ აუხსნას ბავშვებს ის, რაც ახლა ხდება“.

ფოტოზე წარმოდგენილი ვარსკვლავების ნაწილი დღეს სამშობლოში უცხოეთის აგენტებად არიან გამოცხადებულები, დაბლოკილია მათი კონცერტები და თეატრალური სპექტაკლები. ფოტოზე არ ჩანს ქსენია სობჩაკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ქვეყანა და როგორც აღმოჩნდა, ქალს ჩუმად ისრაელის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. რუსული მედია წერს, რომ ისრაელში გადასული სობჩაკი და ვიტორგანი, შესაძლოა, ისევ გაერთიანდნენ და ოჯახური ცხოვრება გააგრძელონ.

ნიუსის კომენტარებში წერენ, რომ შესაძლოა, ფოტო ქსენია სობჩაკმა გადაიღო. როგორც ჩანს, მაქს ვიტორგანის ურთიერთობა ნინო ნინიძესთან ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.