ავტორი:

რატი იონათამიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - სამკაციანი პარტიები კიდევ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სამკაციანი კოალიცია პირველად ვნახეთ

რატი იონათამიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - სამკაციანი პარტიები კიდევ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სამკაციანი კოალიცია პირველად ვნახეთ

,,სამკაციანი პარტიები კიდევ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სამკაციანი კოალიცია პირველად ვნახეთ. ფაქტია, რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, რადგან უკიდურესი რადიკალიზაციით გამოირჩევიან“, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას განცხადებაზე, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ქუდზე კაცი ქუჩაში უნდა გამოვიდეს.

როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ომის პარტიებს ქაოსის გამოწვევა სურთ, თუმცა მათ საზოგადოებამ სათანადო პასუხი გასცა.

,,ერთი მხრივ, საერთოდ არ არიან ჩართული სამუშაო პროცესში, ისინი საკუთარი ნებით გაიქცნენ პარლამენტიდან და ახლა მათგან საუბარი 12 პუნქტის არშესრულებაზე ყველაზე დაბალ პოლიტიკურ სტანდარტსაც სცდება. მაგრამ არიან რიგი ძალები, ვისაც სურთ, რომ კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონ საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათ ეს გეგმა ჰქონდათ ზაფხულში, როდესაც ასევე კანდიდატის სტატუსის თემით უნდოდათ არეულობა და ქაოსი გამოეწვიათ, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ მათ მტკიცე უარი უთხრა. როგორც ჩანს, „ომის პარტიებს“ ქვეყნის შიგნით და გარეთ, არც იმის რესურსი არ აქვთ, რომ ამ შეცდომებზე გამოიტანონ დასკვნები, შესაბამისად, მათი ეს ზრახვები ახლაც უშედეგო იქნება,’’ - განაცხადა იონათამიშვილმა.