ავტორი:

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებს თვითმავალი ჰაუბიცები და საბრძოლო მასალის საცავი გაუნადგურეს" - ოპერატიული სარდლობა

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებს თვითმავალი ჰაუბიცები და საბრძოლო მასალის საცავი გაუნადგურეს" - ოპერატიული სარდლობა

უკრაინის ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტანკები, თვითმავალი ჰაუბიცები და რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.

მათივე ცნობით, უკრაინის დამცველებმა 55 რუსი ჯარისკაცი, ორი ტანკი და სამი ჰაუბიცა გაანადგურეს. ოპერატიული სარდლობის განცხადებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებმა 34 საცეცხლე მისია შეასრულეს.

ამასთან, ხერსონის ოლქში, რომელიც უკრაინელებმა ახლახანს დაიბრუნეს, ტერიტორიის შესწავლისა და განაღმვის სამუშაოები მიმდინარეობს.