ავტორი:

"საუზმეს არავინ მიმზადებს, რთულ პერიოდს გავდივართ..." - რაზე "დაიჩივლა" ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში: პრეზიდენტის ემოციური სიტყვა მეუღლეზე

"საუზმეს არავინ მიმზადებს, რთულ პერიოდს გავდივართ..." - რაზე "დაიჩივლა" ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში: პრეზიდენტის ემოციური სიტყვა მეუღლეზე

ოლენამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუ მისცეს ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს. საუბრისას წამყვანმა მეუღლეებს ჰკითხა, როგორ უჭერენ მხარს ერთმანეთს ასეთ რთულ პერიოდში, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მეუღლეს არა მხოლოდ საყვარელ ქალად, არამედ საუკეთესო მეგობარადაც და ენერგიის წყაროდ თვლის.

პრეზიდენტმა ასევე დაიჩივლა, რომ მას საუზმეს აღარ უმზადებენ.

"ეს ჩემი სიყვარულია, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ეს არის ჩემი ენერგია. ელენა მიყვება სულ, როგორ უმზადებს საუზმეს ბავშვებს დილით, როგორ ამზადებს მათ ტანსაცმელს. მე კი ვიტყოდი, რომ მე ასეთი შესაძლებლობა არ მაქვს - საუზმეს არავინ მიმზადებს, რთულ პერიოდს გავდივართ“.

წამყვანმა განმარტა, უკავშირდება თუ არა ეს რთული პერიოდი იმას, რომ ახლა მეუღლეები ცალკ-ცალკე ცხოვრობენ, რაზეც ზელენსკიმ დადებითად უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკებმა CNN-თან განიხილეს უკრაინის ომი და საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა.

"უკრაინას არ დაუწყია ეს ომი. მაგრამ უკრაინულმა საზოგადოებამ, რომელიც გაერთიანდა, აჩვენა სოლიდარობისა და წინააღმდეგობის მაგალითი. ეს გვაძლევს ძალას დილას გაღვიძებისთვის. ჩვენ ვერ გავჩერდებით, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა“.