ავტორი:

"ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში, თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით, რა არის გაუგებარი?" - როგორ ეხმიანება საზოგადოება ქართველი მორაგბეების მიერ ჯვრის გამოსახვას

"ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში, თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით, რა არის გაუგებარი?" - როგორ ეხმიანება საზოგადოება ქართველი მორაგბეების მიერ ჯვრის გამოსახვას

ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "დინამო არენაზე“ სამოას დაუპირისპირდა და ანგარიშით - 19:20 დამარცხდა.

პირველ ტაიმი სამოამ 10:6 მოიგო. მეორე ტაიმი სამოელთა უპირატესობით დაიწყო, საჯარიმოთი ანგარიში გაზარდეს. ამას "ბორჯღალოსნების“ მრავალფაზიანი შეტევა, ჩაუთვლელი ლელო, ტაბუცაძის ლელო, აბჟანდაძის გამოუყენებელი გარდასახვა და ვიზავის მოთამაშის ყვითელი ბარათი მოჰყვა.

საქართველოს ნაკრები ინიციატივას სრულად ფლობდა, მეტოქის მორაგბეს წითელი ბარათი მიაღებინეს, აბჟანდაძემ კი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ დაცვის შეცდომის შედეგად სამოა ლელო-გარდასახვით წინ გავიდა და გაიმარჯვა.

  • აღსანიშნავია, რომ სამოას მორაგბეებმა მატჩის დაწყებამდე ტრადიციული ჰაკა შეასრულეს, ხოლო მათ საპასუხოდ ქართველი მორაგბეები მოედანზე ისე განლაგდნენ, რომ ჯვრის ფორმა გამოსახეს.

სოციალურ ქსელში აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთმა ქართველი მორაგბეები ჯვრის გამოსახვის გამო გააკრიტიკა. ისინი თვლიან, ჯვრის წარმოჩენა, როგორც ბორჯღალოსნების ერთგვარი თილისმა ხალხის არჩევანი რომ ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა. საზოგადოების ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და პრობლემას ვერ ხედავენ მორაგბეების მსგავს ქმედებაში.

  • გაგაცნობთ საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებას სოციალური ქსელიდან:

ლექსო ლეკიაშვილი

ეს რომ ყოფილიყო ხალხის არჩევანი - მაგალითად, ფანებს დაეწერათ, ასე ჯობიაო და მაშინ გაეკეთებინათ, არ იქნებოდა პრობლემა.მაგრამ ესაა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, 2013 წლიდან რეგულარულად ძალადობს ადამიანებზე. ამისი დასტურია ზუსტად ასეთივე ჯვარი პარლამენტის წინ, 2021 წლის 5 ივლისს აღმართული. ამიტომაა გასაპროტესტებელი და მეც ვეთანხმები პროტესტს.

ნიქო გორგილაძე

შემდეგზე ნახევარმთვარე გეცადათ, ჯვარი ხუთი გაქვთ დროშაზე და მაინც არაფერი გეშველათ

ნანუკა ჟორჟოლიანი

ერთ ადამიანს რა რიტუალი ექნება, ილოცებს თუ მიწას აკოცებს, მისი გადასაწყვეტია და გუნდურ სპორტში ვინ იღებს გადაწყვეტილებას საერთო თილისმაზე, ან რწმენაზე?

ლაშა ჩხარტიშვილი

ცნობისთვის, ეროვნულ დროშაზეც 5 ჯვარი გვაქვს გამოსხული, ჰოდა, იმედია იქიდანაც არავის უნდა მათი ამოშლა.. ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოს, ასევე აქვთ ჯვარი ეროვნულ დროშებზე, იმედია, ესეც უმრავლესობამ იცის.

რაში, რაში და მორაგბეთა ამ წყობაში, სულ მცირე, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, განსხვავებით, ქოც–ნაცთა ბელადების ამბიონიდან "ქადაგებებისაგან" !

არჩილ მარშანია

არც ერთი სპორტის სახეობა მხოლოდ ტექნიკური ჯახი არ არის ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის, მითუმეტეს რაგბი.უამრავი ისტორიის, რიტუალის, თილისმების და მუღამის ამბავია.როგორც გულშემატკივარში, ისე ცალკეულ მოთამაშეებში და ისე გუნდებში.რიტუალები როგორც წესი, საბრძოლო განწყობის ამაღლებას, ქვეყნის კულტურის წარდგენას და იმედის ჩასახვას ემსახურება.

მაგალითად: ხავიერ ჰერნანდესი მუხლებზე მდგარი ლოცულობდა მატჩის წინ ხოლმე; ბლანი ბარტეზს კოცნიდა ხოლმე თავზე; ნურმაგამედოვი ღმერთს ახსენებდა ჩხუბამდე; დვალიშვილი ყელზე ჩამოკიდებული საქართველოს რუკით მოძრაობს; ამერიკულ ფეხბურთში თილისმები ყავთ და იმათ დაარბენინებენ მოედანზე; მაორის კულტურას, სხვადასხვანაირი სარიტუალო ცეკვები არ გამოელევა და კი იცით ჰაკა რაგბიში; ვიღაცა შეცვლაზე შესვლისას იწერს პირჯვარს, არველაძე მაგალითად და ა.შ. და ა.შ.

ჩვენი რაგბის ნაკრების ყველა ფორმაზე რაღაც იდეა იყო ყოველთვის.ვაზი ეხატა ზურგზე, იმ ლეგენდის გატანა იყო, რომლის თანახმად მებრძოლები ომში ვაზით რომ მიდიოდნენ, ფორმას ღვინის ფერი მივეცით და ახლა წმინდა ნინოს ჯვრით დადგნენ მოწინააღმდეგის საბრძოლო ცეკვის წინააღმდეგ.და რა, ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში (გინდა ძველ თუ ახალ ისტორიულად და გინდა დღეს უკრაინაში ქართველი მებრძოლების შემყურე) თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით ასე მართლა ვერ გავიგე, ან რა არის გაუგებარი ამ ჟესტში. არა განა აღშფოთების, დაჟე ჯააან აღშფოთების უფლება არ გაქვთ.გაქვთ. უბრალოდ ბონუსად იცოდეთ, რომ თქვენ კი უკეთესად იცით, მაგრამ, ჩემის აზრით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი ლოგოც იდეალურია და ძაან კარგი სხვათაშორის.

ახლა ქართულ რაგბს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, თუმცა გამარჯვებაშიც და მარცხშიც ჩვენ ვართ მეთექვსმეტე:მიაწვააა!"