ავტორი:

ძლიერი ქარი თბილისში - წაიქცა რამდენიმე ხე, რის შედეგადაც სამი ავტომობილი დაზიანდა

ძლიერი ქარი თბილისში - წაიქცა რამდენიმე ხე, რის შედეგადაც  სამი ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რის გამოც დაზიანდა სამი მანქანა და ელექტროგადამცემი ბოძები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების გამო საბურთალოს რაიონის აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროენერგია გათიშულია.

ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.